სახის ვარჯიშები უკვე მრავალი წლის განმავლობაში გვიდასტურებს საკუთარ ეფექტურობას კანის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი გვეხმარება კუნთების ტონუსის შენარჩუნებასა და სახის ფორმის შეცვლაშიც კი. ეს არის დაბერების შენელების ერთ-ერთი საიმედო გზა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ვარჯიშების მარტივ კომპლექსს, რომელიც შეიძლება შესრულდეს სამსახურში წასვლამდეც კი. ამას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ახალგაზრდობას კი რამდენიმე წლით ახანგრძლივებს.
სახის დაბერების შენელების მეთოდი ვარჯიშებით
მსგავსი ვარჯიშები გამოცდილია დანიელ კოლინზის მიერ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ასწავლის თავის გამომწერებს სახის იოგას საიდუმლოებებს. იგი ამ დარგის მსოფლიო ექსპერტად ითვლება. ამ ქალბატონის გარეგნობა მხოლოდ ადასტურებს სახის ვარჯიშის ყველა კომპლექსის ეფექტურობას.
ვარჯიში 1
ეს ვარჯიში შესანიშნავი საშუალებაა თვალების ირგვლივ დაბერების შესანელებლად და შუბლზე ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გაჩენის თავიდან ასაცილებლად. მოათავსეთ ორივე საჩვენებელი თითი წარბების ზემოთ, გვერდულად შეეხეთ მათ. ასევე მოათავსეთ თითები ლოყების ქვეშ. მსუბუქად დააწექით კანს და დაიწყეთ მისი ოდნავ გაწევა საფეთქლებისკენ. გააჩერეთ თითები ამ მდგომარეობაში 10 წამის განმავლობაში, შემდეგ გაუშვით. გააკეთეთ 5-6 გამეორება. ეს სტატიკური ვარჯიში კეთდება აუჩქარებლად და ხელს უწყობს შუბლის და თვალების გარშემო კუნთების მოდუნებას, უკვე არსებული ნაოჭების გასწორებას.
ვარჯიში 2
ეს ვარჯიში ხელს უწყობს ორმაგი ნიკაპის მოცილებას, ატონიზირებს კისრის კანს და ასწორებს სახის ფორმას. ამის გაკეთება ძალიან მარტივია: დაჯექით სწორად, გაასწორეთ ზურგი და მხრები ჩამოწიეთ. მაქსიმალურად გადახარეთ თავი უკან. ამ მდგომარეობაში დაიწყეთ ქვედა ყბის გატოკება, კბილები დააჭირეთ და დააშორეთ ერთმანეთს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მაშინვე იგრძნობთ დაძაბულობას კისრის კუნთებში. 12-15 ასეთი მოძრაობა საკმარისია.
ვარჯიში 3
სახის იოგას ეს ელემენტი ააქტიურებს სახის კუნთების სხვადასხვა ჯგუფს. ვარჯიში ხელს შეუწყობს ცხვირ-ტუჩის ნაოჭების გასწორებას, თვალების ქვეშ შეშუპების და მიმიკური ნაოჭების მოშორებას. ტუჩები მოამრგვალეთ „ო“-ს ფორმით, რითაც სახის ქვედა ნაწილი დაბლა ჩამოიწევა. საჩვენებელი თითებით დააჭირეთ ცხვირის ორივე მხარეს (დაახლოებით მისი სიგრძის ცენტრში). შემდეგ ასწიეთ წარბები და დაიწყეთ სწრაფად დახამხამება. შეასრულეთ ეს ვარჯიში 40-60 წამის განმავლობაში.
ვარჯიში 4
თუ ლოყის კუნთების ტონუსში მოყვანა გსურთ, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაშვება და გაისწოროთ ტუჩების ირგვლივი და ცხვირ-ტუჩის ნაოჭები, კომპლექსის ბოლო ვარჯიში გამოგადგებათ. ამისათვის მოათავსეთ საჩვენებელი თითები ცხვირ-ტუჩის ნაკეცის სიგრძეზე. ტუჩები მჭიდროდ მოკუმეთ, რათა იგრძნოთ კუნთების დაძაბულობა. დაიწყეთ საჩვენებელი თითებით ნელა მოძრაობა ყურებისკენ, მსუბუქად დააწექით ლოყების კუნთებს. გაიმეორეთ ეს მანიპულაცია 10-12 ჯერ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საიდუმლოებები დაგეხმარებათ შეანელოთ სახის დაბერება, თავიდან აიცილოთ ნაოჭების ნაადრევი გაჩენა და გადადოთ სხვა ასაკობრივი გამოვლინებები. გარდა ამისა, თვითმასაჟი მოგიხსნით შეშუპებას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თქვენს კანს გარეგნულად უფრო ჯანმრთელს გახდის.