წიწვები გაციების, გრიპისა და მრვი-ის მკურნალობაში დაგეხმარებათ

485

გთავაზობთ რამდენიმე გზას მრვი-ისა და მისი გართულების სამკურნალოდ, წიწვების გამოყენებით.

გაციება

თუ გაციება საწყის ეტაპებზე დააფიქსირეთ, თუ ყელში ტკივილი ან ხრიალი გაწუხებთ, მკურნალობის ეს მეთოდი თქვენთვისაა:

ინგრედიენტები: 2 ს.კ. წიწვები, 200 გ წყალი. დაასხით წიწვებს მდუღარე წყალი, დაახურეთ, შეახვიეთ თბილად, გააჩერეთ 2 საათით და გადაწურეთ. გამოივლეთ ყელი ყოველ 2-3 საათში.

გრიპი და მრვი

რეცეპტი 1

ინგრედიენტები: 50 გ ნატურალი წიწვის ზეთი, 500 გ წყალი, 2 გ “ვიეტნამის მალამო”.

მდუღარე წყალს დაუმატეთ წიწვის ზეთი და ცოტაოდენი მალამო. ადუღეთ 2 წუთით და ოდნავ გააგრილეთ. მოამზადეთ ქაღალდისგან ძაბრი, დაახურეთ იგი ნახარშის ქვაბს და ისუნთქეთ ორთქლი 15-20 წუთით, ხან ერთი ნესტოთი, ხან მეორეთი.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები: 3 ს.კ. აბზინდის ფოთლები, 1/2 სპირტი, 1 ს.კ. წიწვები, 200 გ წყალი. წიწვებს დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. წინასწარ მოამზადეთ აბზინდის სპირტიანი ნაყენი, სასურველია, იგი 1 კვირით მაინც გააჩეროთ. წიწვების ნაყენი გადაწურეთ და 6 ს.კ. მასა დაუმატეთ აბზინდის ნაყენს.

მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ. მიღებისთვის საუკეთესო დროა ჭამამდე 30 წუთით ადრე და დაძინებამდე. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა უნდა გაგრძელდეს.

ხმის დაკარგვა, ძლიერი ხველა, პლევრიტი

რეცეპტი 1

ინგრედიენტები: 250 გ ანისულის თესლი, 800 გ წყალი, 1 ს.კ. თაფლი, მაგარი ღვინო, 1 ჩ.კ. წიწვის ზეთი. ცხელ წყალში მოათავსეთ ანისულის თესლი, აადუღეთ ქვაბში, ოდნავ მოხდილი თავსახურით, 5 წუთით. გადაწურეთ, დაუმატეთ ჯერ თაფლი, ხოლო შემდეგ – ღვინო. გამორთეთ ცეცხლი რამდენიმე წუთში. მზა ნახარშს დაუმატეთ წიწვის ზეთი.

დოზა ინდივიდუალურ ამტანობაზეა დამოკიდებული. თუმცა, საუკეთესო ვარიანტია 1 ს.კ. ნახარშის მიღება ყოველ 3 საათში.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები: 6 ს.კ. წიწვები, 2 ლ წყალი, 2 ს.კ. თაფლი, 1 კომბოსტოს ფოთოლი. წიწვებს დაასხით ცხელი წყალი, მოხარშეთ 3 წუთით და დააყენეთ თბილ ადგილას 2-3 საათით. გადაწურულ ნაყენს შეურიეთ თაფლი, სასურველია, ცაცხვის. დაუმატეთ ხორცსაკეპში გატარებული კომბოსტოს მასა. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და მასა ოდნავ გაათბეთ ორთქლზე.

მოათავსეთ მასა ბამბის ქსოვილზე, დაიდეთ მკერდის არეზე იმ მხრიდან, რომელ მხარესაც მასა აქვს წასმული, ხოლო ზემოდან დაახურეთ კიდევ ერთი ფენა მარლა და ცელოფანი. კარგად დაიმაგრეთ კომპრესი, რომ არ მოგძვრეთ. გაიჩერეთ 2 საათით.

იმკურნალეთ ამ მეთოდით მანამ, სანამ შვებას არ იგრძნობთ.

ანგინა

რეცეპტი 1

ინგრედიენტები: 250 გ წყალი, 1 ს.კ. გვირილის ხმელი ყვავილები, 3 ს.კ. თაფლი, 10 ს.კ. წიწვის ნახარში. აფთიაქის გვირილას დაასხით ცხელი წყალი, გააგრილეთ და გადაწურეთ. დაუმატეთ თაფლი და ცოტაოდენი წინასწარ მომზადებული წიწვის ნახარში. კარგად მოურიეთ.

გამოიყენეთ სავლებად, ყელის ანთებითი დაავადებების დროს, სასურველია, 6-8-ჯერ. პროცედურები შეასრულეთ 7-10 დღის განმავლობაში.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები: 2 ს.კ. სალბი, ჟოლოს კენკრა და ფოთლები, პიტნის ფოთლები და წიწვები, 7 ს.კ. კრაზანის ბალახები, 1 ს.კ. არყისა და ფიჭვის კვირტები, ტუხტისა და კულმუხოს ფესვი, 400 გ მდუღარე წყალი.

2 ს.კ. მასას დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 12 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში, სამ ულუფად.

ბრონქიტი, ხველა

რეცეპტი 1 

ინგრედიენტები: 300 გ ბოლოკი, 5 ს.კ. შაქარი, 2 ჩ.კ. კედრის ნაყენი. დააქუცმაცეთ ბოლოკი, მოაყარეთ შაქარი და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე. გააჩერეთ ასე, სანამ წვენს არ გაუშვებს. შემდეგ შედგით ფორმა ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე და გამოაცხვეთ, გააგრილეთ და დაჭყლიტეთ კოვზით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაასხით მას კედრის სპირტიანი ნაყენი.

დალიეთ 2 ჩ.კ. მასა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

რეცეპტი 2

სხვადასხვა წარმომავლობის ხველის დროს შეგიძლიათ ასეთი რეცეპტიც სცადოთ.

ინგრედიენტები: 50 გ მდუღარე წყალი, 20-30 წვეთი კედრის სპირტიანი ნაყენი. შეურიეთ ნაყენი წყალს და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

რეცეპტი 3

ინგრედიენტები: 2 ს.კ. გვირილა, ბეგქონდრისა და პიტნის ბალახი, 3-3 ს.კ. წიწვები და ფიჭვის კვირტები, 4 ს.კ. კულმუხოს ფესვები და სალბის ფოთლები, 1/2 ლ მდუღარე წყალი. 3 ს.კ. მიღებულ მასას დაასხით ჩაიდანში მდუღარე წყალი და ადუღეთ 3-4 წუთით.

გამორთეთ ცეცხლი, ჩაიდანს ცხვირზე გაუკეთეთ ქაღალდის ძაბრი და ისუნთქეთ ცხელი ორთქლით ცხვირიდან და პირიდან.

უკუჩვენებები

ფიჭვის წიწვები, გირჩები და კვირტები უკუჩვენებულია გლომერულონეფრიტის დროს. წიწვის ზეთი კურნავს ჰეპატიტს, თუმცა მხოლოდ ქრონიკულს, ხოლო მწვავე მიმდინარეობის დროს უარი თქვით ფიჭვის პროდუქტზე.

წიწვის პრეპარატები, მიღებული არაზომიერად, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვნის ანთებას, თირკმლების პარენქიმას, თავის ტკივილებს, საერთო შეუძლობას.

სკიპიდრის შემცველი პრეპარატების მიღება დაუშვებელია ნეფრიტისა და ნეფროზის დროს.

ფრთხილად მიუდექით წიწვის წამლებს ჰიპოტონიის დროსაც. მოერიდეთ მის მტვერსა და გირჩებს თრომბოზის დროს.

სასარგებლოა სეირნობა ფიჭვნარში, თუმცა, არა გულის მკვეთრად გამოხატული უკმარისობის დროს: გიჭვის ფიტონციდები, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ამწვავებს სტენოკარდიას და იწვევს მძიმე შეტევებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს