ასაკობრივი ცვლილებების განხილვისას, პირველ რიგში გარეგნულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ. მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ასაკი ჩვენს ტვინზეც გავლენას ახდენს. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ამოცანებზე კონცენტრირება და შემოქმედებითი მუშაობა რთულდება. მეხსიერების მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, რადგან მისი გაუარესება სიბერეს ხშირად უკავშირდება. რაციონში ჩართეთ მეხსიერების პროდუქტები ტვინის მხარდასაჭერად.
ამის შესახებ ექიმმა მითხრა მორიგი გეგმური ვიზიტის დროს. ვუჩიოდი კონცენტრაციის გაუარესებას და გონებრივი სამუშაოს გართულებას. ექიმმა მირჩია ტვინის სავარჯიშოების შესრულება მისი ტონუსის მხარდასაჭერად. ასევე მირჩია რაციონში გამეზარდა მეხსიერების პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ. რჩევები ეფექტური აღმოჩნდა.
მეხსიერების პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს
ალცჰაიმერის დაავადება დემენციის სახეობაა, რომელიც ყველაზე ხშირად ხანდაზმულებში ვლინდება. მართალია, ზოგჯერ ახალგაზრდა ასაკშიც იჩენს თავს. ალცჰაიმერის დაავადება აისახება მეხსიერებაზე, მეტყველებაზე და ლოგიკურ აზროვნებაზე.
დაავადების განვითარების მიზეზებს შორის, გენეტიკური მიდრეკილებისა და თავის დაზიანებების გარდა, არის მავნე ჩვევები და არასწორი კვება. ამიტომაც ექიმები გირჩევენ რაციონში ჩართოთ მეხსიერების პროდუქტები ამ დაავადების პრევენციისთვის და ადრეულ სტადიაზე მისი განვითარების შესაფერხებლად.
ნიგოზი
ნიგვზის ბირთვი ადამიანის ტვინს ტყუილად არ ჰგავს. მისი ჭამა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აღადგენს მეხსიერებას. ყველაფერი იმის წყალობით, რომ კაკალი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, ცილებს, A და E ვიტამინებს. ასევე შეიცავს თუთიას და მაგნიუმს, რომლებიც ებრძვიან შფოთვას და სტრესს.
სტაფილო
ჩვენთვის ნაცნობი სტაფილო არა მხოლოდ მხედველობის პრობლემების პრევენციას უწყობს ხელს, არამედ მეხსიერებაზე და ტვინის მუშაობაზე გავლენას ახდენს. ეს გამოწვეულია იმით, რომ სტაფილო შეიცავს ლუტეოლინს. ეს ნივთიერება ხელს უწყობს ტვინის უჯრედების ანთების და სიკვდილის შეფერხებას. ეს, თავის მხრივ, მეხსიერებას აძლიერებს და გონებრივ მუშაობას აუმჯობესებს.
კვერცხი
ქათმის კვერცხი, უფრო სწორედ მისი გული, შეიცავს ქოლინს. კვლევის თანახმად, ქოლინი სივრცით მეხსიერებას აუმჯობესებს და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციას ხელს უწყობს. ლუთეინის წყალობით კვერცხის მიღება გონებრივი მუშაობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
ავოკადო
თუ ფიქრობთ, რომ ავოკადოს მხოლოდ დიეტის დაცვის დროს მიირთმევენ, ცდებით. ავოკადო ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების და ფოლიუმის მჟავის ერთ-ერთი წყაროა. ავოკადო ამ ორი კომპონენტის შემცველობით სისხლძარღვებს მავნე ქოლესტერინისგან წმენდს. ამასთან ავოკადო აუმჯობესებს კონცენტრაციას და დადებითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.
მოცვი
მოცვი ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და მეხსიერებაზე. მოცვი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ტვინის უჯრედების განადგურების შეჩერებას ხელს უწყობს. სიბერეში მოცვის მიღება ანელებს ტვინის დაბერების პროცესს და აუმჯობესებს მეხსიერებას.
ცხიმიანი თევზი
ზღვის თევზის ცხიმოვანი ჯიშები ცხიმოვანი მჟავის შემცველობით გამოირჩევა, ამიტომ აუცილებლად უნდა მოხვდეს რაციონში, თუ მეხსიერების გაძლიერება გსურთ. თევზი ხელს უწყობს რუხი ნივთიერების გამომუშავებას, რაც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, სკუმბრია, ორაგული, კალმახი, სარდინი და სხვა ჯიშის თევზი შეიცავს ბევრ ცილას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ტვინის მუშაობისთვის.
მთელი მარცვლეულის პური
მთელი მარცვლეულის პური ნელი ნახშირწყლებია. მასთან ერთად ტვინი იღებს ენერგიას სწორი და პროდუქტიული მუშაობისთვის. რაციონში პურის ჩართვით მაშინვე დაინახავთ, რომ აზროვნების პროცესები გამარტივდა და მათზე ნაკლები დრო გჭირდებათ.
ვაშლი
ვაშლი შეიცავს ბევრ ნივთიერებას და ვიტამინს, ამიტომ რაციონში მისი ჩართვით ტვინის სისსხლძარღვებს გააჯანსაღებთ. ვაშლი ხელს უწყობს პროცესს, რომლის დროსაც ახალი ნეირონები წარმოიქმნება და მეხსიერება უმჯობესდება. კვლევის თანახმად, ვაშლის წვენის მიღება ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების სიმპტომებს.
კურკუმა
კურკუმა აჩვენებს საოცარ შედეგებს ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლაში. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ინდოეთის 70 წელზე მეტი ასაკის მაცხოვრებლებს, რომლებიც კურკუმას რეგულარულად მიირთმევენ, ალცჰაიმერის დაავადება 5-ჯერ უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე მათ თანატოლ ევროპელებს.
საქმე კურკუმინშია, რომელსაც კურკუმა დიდი რაოდენობით შეიცავს. ის ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს ასტიმულირებს და ამით აუმჯობესებს მეხსიერებას და გონებრივ აქტივობას. ასევე კურკუმას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება აქვს.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი კოფეინს შეიცავს, მაგრამ ყავისგან განსხვავებით უფრო კომფორტულია კუჭისთვის. მწვანე ჩაი შეგიძლიათ დალიოთ უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ყავა. მწვანე ჩაიში შემავალი პოლიფენოლები ებრძვის დემენციას და მეხსიერების დაკარგვას. მწვანე ჩაი ზრდის ტვინის მუშაობის სიჩქარეს, რაც სასარგებლოა ძლიერი გონებრივი დატვირთვის დროს.
პომიდორი
რაციონში პომიდვრის ჩართვა სასარგებლოა არა მხოლოდ ფიგურისთვის, არამედ ტვინისთვის. ყველაფერი ლიკოპენის ხარჯზე, რომელიც კაროტინოიდებს შორის უძლიერს ანტიოქსადანტად ითვლება. ის ანელებს უჯრედების დაბერებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას. ასევე სტრესს და შფოთვას ებრძვის.
მაშინაც კი, თუ ალცჰაიმერის დაავადება არ გაშინებთ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტვინის ეფექტური მუშაობა და მეხსიერების მდგომარეობა მაღალ დონეზე.