30 წლის წინ მარცხენა თვალზე მუდმივად ანთება მიჩნდებოდა. ექიმმა მითხრა, რომ ეს “საცრემლე ტომრის დაბინძურება” იყო და ოპერაცია დამინიშნა. გამიხვრიტეს ცხვირის ტიხარი, დაბინძურების კერა ვერ იპოვეს და მოკერეს. თვალი კი ისევ ინთებოდა.
გადამამისამართეს სხვა კლინიკაში, აქ კი მითხრეს, რომ ისევ რაღაც უნდა ამოეღოთ. ამ ოპერაციას არ დავთანხმდი და მხოლოდ 15 წელიწადში დამისვეს დიაგნოზი: ქრონიკული ჰაიმორიტი.
5 წლის წინ ერთ-ერთ გამოცემაში უჩვეულო რეცეპტი ვიპოვე. როგორც ჩანს, იგი ღმერთმა გამომიგზავნა ჩემი მრავალწლიანი წამების დასასრულებლად.
რეცეპტი
დატეხეთ ფიჭვის ტოტები, ჩაალბეთ 20 წუთით ცხელ (არა მდუღარე) წყალში, შემდეგ დაფერთხეთ წყლისგან, გამოაშრეთ და გაავსეთ 30×30 ქსოვილის ტომარა წიწვებით.
ასე გავაკეთე ფიჭვის ბალიში და მასზე მეძინა, როგორც სტატიაში იყო რეკომენდებული. სამი ღამის შემდეგ ამიტყდა ცემინება. დაცემინებისას მთელ მუჭა ჩირქს ვღვრიდი და ასე 3 დღე გრძელდებოდა.
ერთხელ გამეღვიძა და ვიფიქრე: “თავი ისევ მაბია?” – ისეთი შვება და მოსვენება ვიგრძენი, აღარასდროს მქონია თავის ტკივილები და გრიპი, გაქრა პოლიპები და ძილიც ღრმა და მშვიდი გახდა.
თუ სურდო დამეწყება, ბალიში მზად მაქვს. მას შემდეგ, ზამთრისთვის ყოველთვის ვიმზადებ ფიჭვის ტოტებს.
სამკურნალო წიწვების თვისებები
ფიჭვს გასაოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. მასში არსებული ეთერზეთები ძლიერ ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს, განსაკუთრებით, სტაფილოკოკებთან მიმართებით.
ფიჭვის ფიტონციდები წმენდს ჰაერს მავნე მიკრობებისგან. ასეთი დეზინფექციისთვის, წელიწადში სამჯერ – გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში – დაალაგეთ მთელ სახლში (საძინებელში, მისაღებსა და სამზარეულოში) წიწვოვანი თაიგულები. აუცილებლობისამებრ, პროცედურა მეტჯერად გაიმეორეთ.
ჰაერის სამკურნალო არომატით გაჯერების კიდევ ერთი მარტივი ხერხია ნახევარი სათლის გავსება ნაძვის ან ფიჭვის ტოტებით, რომლებსაც მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და ოთახში დადგათ თავახდილი, რათა ეთერზეთები თავისუფლად აორთქლდეს. ცხელ წიწვოვან წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
ხალხურ მედიცინაში წიწვები შარდმდენ საშუალებად გამოიყენება. 1 ჩ.კ. წიწვებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აყენებენ 30 წუთით, წურავენ და იღებენ 1 ს.კ. მასას დღეში 2-3-ჯერ.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, გაციებისა და გრიპის სეზონზე, ქუჩაში გასვლამდე შეიზილეთ თითებზე ნაძვის ან ფიჭვის ზეთი და გაიკეთეთ ცხვირის მასაჟი. ასე არავითარი ინფექცია არ მოგეკარებათ.
ნაძვის ან ფიჭვის გირჩებისა და წიწვების ნაყენს იყენებენ ინჰალაციისა და სავლების სახით ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის, ბრონქიტის, პნევმონიის, ჰაიმორიტისა და რინიტის დროს. იგი ერთნაირად სასარგებლოა როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისთვის.
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ დაქუცმაცებული ნაძვის გირჩები, 1 მუჭა წიწვები და დაასხით მდუღარე წყალი 1:5 პროპორციით. ადუღეთ 30 წუთით, მუდმივად ურიეთ, შემდეგ დააყენეთ 15 წუთით და გადაწურეთ სამფენიან მარლაში. მიიღებთ ყავისფერ სითხეს სასიამოვნო სუნითა და მკუმშავი გემოთი.
ინჰალაციისთვის ათბობენ ნაყენს 60–80 °С-ზე და ზრდასრულებისთვის ერთ პროცედურაზე 20-30 გრამს იღებენ.