შარბათის რეცეპტი არაქისით და კარაქით

0
1104

თქვენი ბავშვები გაანებივრეთ იმ ტკბილეულით, რომელიც დარწმუნებული ვარ ბავშვობაში თქვენც ძალიან გიყვარდათ – ტკბილი კარამელის შარბათი კაკლით! თითზე ჩამოსათვლელი ინგრედიენტებით შარბათი ძალიან მარტივად მზადდება. მისი ნოსტალგიური გემო ტკბილეულის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს. რეცეპტი მარტივი და გემრიელი სახლის დესერტების მოყვარულებისთვის.

„პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შარბათი არაქისით 4 ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივი ინგრედიენტით. შესანიშნავი ტკბილეული ჩაიზე მისაყოლებლად!

შინაურული შარბათი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა არაქისი
  • 1 ჭიქა რძე
  • 700 გრ შაქარი
  • 80 გრ კარაქი

მომზადება:

1. რძე 600 გრ შაქარს (100 გრ შაქარი შეინახეთ) აურიეთ, სუსტ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ნარევი ნახევარი საათით ხარშეთ, დროდადრო აურიეთ.

2. არაქისი შეწითლებამდე ტაფაზე ან ღუმელში შეწვით. არაქისის კაკალს კანი მოაშორეთ.

3. დარჩენილი შაქარი მშრალ ტაფაზე გადაიტანეთ და საშუალო ცეცხლზე შეწვით, სანამ შაქარი არ გადნება და ყავისფერ კარამელად არ გარდაიქმნება.

4. კარამელი და მოხარშული რძე ერთმანეთს აურიეთ. ნარევი სუსტ ცეცხლზე კიდევ დაახლოებით 1 საათით ხარშეთ, პერიოდულად აურიეთ.

5. გამორთვამდე 5 წუთით ადრე ნარევს კარაქი დაუმატეთ. გაადნეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით.

6. ფორმას, სადაც შარბათს გააგრილებთ, პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე არაქისი მოაყარეთ. არაქისს ცხელი კარამელის ნარევი დაასხით და გრილ ადგილს სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

7. მაღალი ხარისხის შინაურული შარბათი მზადაა, რომ ბავშვები გაახაროს და სტუმრების გული დაიპყროს. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ. ასეთ შარბათს არაქისით მაღაზიაში ნამდვილად ვერ იყიდიან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი