ხალები თითოეული ადამიანის პირადი ნიშნებია. ცხოვრების განმავლობაში ხალები სხეულზე და სახეზე ქაოსური და უნიკალური სახით ჩნდება. ეზოთერიკოსების თქმით, ხალების გამოჩენა საიდუმლო მნიშვნელობას ატარებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას ნიშნავს ხალები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
ხალის ადგილმდებარეობას ბევრი რამის თქმა შეუძლია მფლობელის ხასიათსა და ცხოვრებაზე. ვაღიარებ, ამის დიდხანს არ მჯეროდა, სანამ სპეციალისტმა ერთ-ერთ ხალზე დაყრდნობით არ მიამბო ჩემზე ის, რაც მხოლოდ მე ვიცი. ახლა ვიცი, რომ ყველა ხალი ბედის ნამდვილი ნიშანია. გთავაზობთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ხალები და გაიგოთ, რას ნიშნავს ისინი.
რას ნიშნავს ხალები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე?
უმეტესობა ჩვენგანი სხეულზე არსებულ ხალებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ჩვენზე. განსაკუთრებით ეხება ხალებს, რომლებიც სახეზეა.
რას ნიშნავს ხალები სახეზე?
1. საფეთქლებზე
ადამიანები, რომელთა საფეთქლებს ხალი ამშვენებს, თავგამოდებულ ტურისტებად ითვლებიან. მათი ჩემოდნები მტვრით დაფარვას ვერ ასწრებს, რადგან ხშირად მოგზაურობენ. მივლინება თუ პირადი მოგზაურობა, არ აქვს მნიშვნელობა, ერთნაირად საინტერესოა. ცნობისმოყვარეა და ყველაფერი ახალი აინტერესებს. ასეთი ადამიანი უნიკალური ნიჭით გამოირჩევა. უყვარს კომუნიკაცია და ყოველთვის აქვს სასაუბრო თემა.
2. წარბებს შორის
წარბებს შორის ხალი ნამდვილ მესამე თვალად ითვლება. ასეთ ადამიანს აქვს ძლიერი ინტუიცია და შესანიშნავი მეხსიერება. გარდა ამისა, ასეთი ხალის მფლობელი ხშირად აღწევს სერიოზულ კარიერულ სიმაღლეებს. ამ ყველაფერს აღწევს ცოდნის წარმოუდგენელი წყურვილის და მისი გამოყენების უნარის წყალობით.
3. წარბის ქვეშ
თუ წარბის ქვეშ ხალი გაქვთ, ლიდერად ხართ დაბადებული. ასეთ ადამიანს აქვს ძლიერი ხასიათი, რის გამოც სხვებთან კონფლიქტში ხშირად შედის. მასთან საერთო ენის პოვნა რთულია, თუმცა შეხების წერტილის პოვნის შემდეგ შეიძენთ ერთგულ მეგობარს და მოკავშირეს.
4. ზედა ტუჩის ზემოთ
ადამიანი, რომელსაც ბუნებამ ტუჩის ზემოთ ხალი აჩუქა, ძალიან იღბლიანად ითვლება. რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფერი გამოსდის. შესაშური მიზანდასახულობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ასეთი ხალის მფლობელი ძალიან მგრძნობიარეა. ხშირად ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ბედნიერია.
5. ლოყაზე
ასეთი ხალის მფლობელი ძალიან მოსიყვარულეა. აქტიური და ემოციურია, ამიტომ ურთიერთობაში თავით იძირება. ასეთი ადამიანი ოჯახსა და ურთიერთობებს კარიერაზე მაღლა აყენებს. საკუთარ სახლზე ზრუნვა და ახლობლების ცხოვრების გაუმჯობესება უყვარს.
6. ნიკაპზე
ადამიანებმა, რომელთაც ნიკაპზე ხალი აქვთ, ფულის გამომუშავება და მისი დახარჯვა იციან. ოცნებობენ წარმატებაზე და მთელი ძალით მისკენ მიისწრაფვიან. ასეთი ადამიანი ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა. წინდახედულია და წინასწარ ჭვრეტს, რა სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერი სიტუაციიდან.
ხალების მნიშვნელობა სხეულზე
1. ხელისგულებზე
თუ ხელისგულზე ხალი გაქვთ, სიმდიდრე თქვენამდე აუცილებლად მოვა. ხშირად ასეთი ადამიანი კრეატიულია. ბედი მას აღმერთებს და ყველაფერში ეხმარება. ხშირად ასეთი ადამიანი შეგნებულად არიდებს თავს სხვებთან ურთიერთობას. მარტოობა და საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრება მოსწონს.
2. ზურგზე
ზურგზე ხალი ახასიათებს მფლობელს, როგორც ფეთქებად ადამიანს. მისი ბედი შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი. აღმასვლები და დაღმასვლები არის ის, რაც ელის ზურგზე ხალის მფლობელებს. და მაინც, საღი გონება და ძლიერი ხასიათი ეხმარება გადალახოს ყველა დაბრკოლებაზე გზაზე.
3. ტერფებზე
თუ გაქვთ ხალი ტერფზე, შეიძლება ითქვას, რომ კეთილი და სასიამოვნო ადამიანი ხართ. ასეთ ადამიანს ყოველთვის შეგიძლიათ სთხოვოთ დახმარება და უარს არ გეტყვით. გიჟდება ცხოვრებაზე და ცდილობს მისგან მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და სარგებელი. მიისწრაფვის იმისკენ, რომ სიბერეში დაკარგული შესაძლებლობების გამო არ ინანოს.
4. მუცელზე
ადამიანს, რომელსაც მუცელზე ხალი აქვს, შესანიშნავი ოჯახური ცხოვრება აქვს. მისგან გამოდის იდეალური მამა და დედა. ასეთ ადამიანს აქვს დიდი სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც გარშემომყოფებს უზიარებს. ხშირად ფულს კარგად შოულობს, კომფორტულ ცხოვრებას იქმნის. ასეთ ადამიანებს იღბლიანებად თვლიან.