ერთ ქალს ჰყავდა 13 წლის ქალიშვილი, რომელიც ბავშვობიდან შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. ვის არ მიმართა – ყველაფერი უშედეგო იყო. ერთხელაც, მატარებლის მოლოდინში, გაიცნო მამაკაცი, რომელმაც ასეთი რეცეპტი მისცა:
1 ჭიქა იაპონური სოფორა გარეცხეთ თბილ წყალში, გააშრეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ შუშის ქილაში, დაასხით 56%-იანი სპირტი, 1:5 პროპორციით, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 10 დღით ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, დააყოლეთ წყალი.
ასეთი მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ქალმა ქალიშვილი შესამოწმებლად მიიყვანა და ექიმები გაოგნდნენ, როცა ნახეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. თუ რეცეპტი ვინმეს დაეხმარება, ძალიან გამიხარდება.
იაპონური სოფორა
სოფორა ჩინეთის, კორეისა და იაპონიის ტყეებში იზრდება. კულტურაში იგი 1747 წელს შემოვიდა. აქედან სოფორა ფართოდ გავრცელდა მთელს რეგიონში, როგორც დეკორატიული მცენარე.
რაც შეეხება სოფორას ნაყენს, ბოლო დროებში მას საკმაოდ ხშირად იყენებენ.
გარეგანად იგი ჩირქოვანი ღრუების, ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, პარაპროქტიტების, მასტიტის, ბუასილის, დამწვრობის, მოყინვის, ჯიბლიბოს, კბილის ტკივილის, ღრძილების დაავადების, ეგზემისა და სოკოვანი დაავადებების დროს გამოიყენება.
შინაგანად სოფორას ნაყენს მიიღებენ ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ყაბზობის, დიზენტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სისხლის მომატებული წნევისა და სტენოკარდიის, კოლიტის, გასტრიტის, ჭიებით ინფიცირების, ქრონიკული პლევრიტის, შინაგანი სისხლდენის, ფილტვების ტუბერკულოზის, უძილობისა და მადის დაქვეითების დროს.
სოფორას ნაყენი სრულიად არატოქსიკურია, აქვს ორგანიზმის მასტიმულირებელი, ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. ასევე, იგი ფასობს იმითაც, რომ აქვს საერთოგამაძლიერებელი მოქმედება და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, რაც ხელს უწყობს გრანულაციის (ახალგაზრდა შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც შეხორცებისას წარმოიქმნება) ზრდას.
არ არსებობს სიტყვა, რომელის სოფორას ნაყენში შეცდომა ან მავნე იქნებოდა – ესაა უნივერსალური საშუალება, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევაში გვეხმარება. თუმცა, ამასთან, უპატიებელია ხალხურ მედიცინაში მისი წარმატებითი გამოყენების უგულებელყოფა.
სოფორას ნაყენი
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ახალი ნაყოფი რომელიც სექტემბერში მწიფდება და იკრიფება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრამდე. გარეცხეთ ნედლეული გრილი გადადუღებული წყლით, ჩაალაგეთ შუშის ან ფაიფურის ჭურჭელში – არა მეტალის! – და დაასხით არაყი 1:2 წონითი პროპორციით (სოფოა – არაყი).
ნაყენი 10 დღით უნდა გააჩეროთ. შემდეგ ნაყენი დაწურეთ, დარჩენილი სითხე გაფილტრეთ ბამბასა და საფილტრავ ქაღალდში. შედეგად, მიიღებთ სოფორას სუფთა, წითელ-ყავისფერ ნაყენს – სოფორინს.
თუ ნაყოფები ჰაეროვანი-მშრალია, არაყი ხუთჯერ მეტი უნდა იყოს, ანუ 1:5 პროპორციით. 10 დღის განმავლობაში უნდა დააყენოთ, ოღონდ ხშირად ანჯღრიოთ. შემდეგ სითხე გადაღვარეთ, დააყენეთ კიდევ 2 დღე და ისევ გადაღვარეთ, ნალექი რომ მოაშოროთ. ამის შემდეგ, ნაყენი გამოყენებისთვის მზადაა.
ხალხური გამოცდილებით ცნობილია, რომ უნდა მიიღოთ 30-75 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მეოთხე – ძილის წინ. გაიარეთ სამკვირიანი კურსი და, საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ ათდღიანი დასვენების შემდეგ.
შეინახეთ სოფორას ნაყენი გრილ, ბნელ ადგილას.
უკუჩვენებები
დღემდე არ გამოვლენილა რაიმე სერიოზული უკუჩვენება, გარდა იმისა, რომ სოფორა, ჰიპოტონიის დროს, არა ცალკე, არამედ სხვა საშუალებებთან კომპლექსში ინიშნება, რომლებიც აწონასწორებს მის ჰიპოტენზურ მოქმედებას.