ყველამ იცის, რომ ხახვი ბევრ დაავადებას ებრძვის. ხველის შესამცირებლად, ბრონქიტის, პნევმონიის (ფილტვების ანთება) და სასუნთქი გზების ბევრი სხვა დაავადების დროს სჯობს ხახვის სიროფი გამოიყენოთ.
ხახვი ფურცლებისგან გაათავისუფლეთ და 500 გრ ხახვი დააქუცმაცეთ. შემდეგ 400 გრ შაქარი და 0,5 ჭიქა ნატურალური თაფლი დაუმატეთ. ემალის ქვაბში კარგად აურიეთ და 1 ლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 3 საათით ხარშეთ.
გაგრილების შემდეგ სიროფი მინის ბოთლებში გაადანაწილეთ და თავსახური კარგად დაახურეთ. ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ.
2 გარეცხილ, საშუალო ზომის ხახვს 1 ლ წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე სითხის განახევრებამდე აადუღეთ, შემდეგ ხახვი ამოიღეთ და 0,5 ჭიქა მიღებული ნახარში დღეში 2-ჯერ დალიეთ.
კარგი რჩევები
რით გამოვივლოთ მტკივნეული ყელი
თბილი ხახვის რძით: სუსტ ცეცხლზე რძეში პატარა ზომის ხახვი მოხარშეთ და ყელში დღეში მინიმუმ 6-ჯერ გამოივლეთ. ასეთი რძის მიღება ხველების დროს სასარგებლოა (1 ს/კ ყოველ 2-3 საათში).
ხახვის ფურცლები მოხარშეთ: 3 ჩ/კ ფურცლები დააქუცმაცეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ. 4 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და ყოველ ნახევარ საათში ყელში გამოივლეთ. ყელის ტკივილს შესანიშნავად ამცირებს.
ხახვის წვენის და ქიშმიშის ნახარშის ნარევი: ეფექტური საშუალება ხველების და ხრიწინის, ასევე ბრონქიტის დროს მშრალი ხველების საწინააღმდეგოდ.
სურდოს დროს მზესუმზირას ზეთში დაყენებული წვრილად დაჭრილი ხახვი დაგეხმარებათ. ამ საშუალებას ნესტოებზეც ისვამენ.
მშრალი ხველა რომ მოიშოროთ, სპეციალური მალამო უნდა მოამზადოთ: დიდი ხახვი აიღეთ, სახეხზე გახეხეთ და ბატის ქონს აურიეთ. მალამო ძილის წინ მკერდსა და ყელზე წაისვით.
ხველების, ბრონქიტის და ყივანახველას დროს თხევად საშუალებას იღებენ ( 1 ს/კ დღეში 4-6-ჯერ). ამისთვის 500 გრ დაქუცმაცებული ხახვი, 400 გრ შაქარი, 50 გრ თაფლი და 1 ლ წყალი დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, სუსტ ცეცხლზე 3 საათით ხარშეთ, გააგრილეთ, გადაწურეთ და ბოთლებში გადაასხით. თავსახური კარგად დაახურეთ და ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ.
ბრონქიტის დროს შაქართან ან თაფლთან არეული წვრილად დაჭრილი ლურჯი ან წითელი ხახვი დაგეხმარებათ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
კარგი რეცეპტი
სურდოს დაავადების და განსაკუთრებით ხველის დროს ხახვის სიროფის სახლში ქონა სასარგებლოა. მისი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს: თხლად დაჭრილი ხახვი 3 ს/კ შაქარს აურიეთ და 3 ს/კ წყალი დაუმატეთ. ყველაფერი ეს 3-5 წუთით ფრთხილად ხარშეთ, რამდენიმე საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1-2 ჩ/კ მიღებული სიროფი დღეში 5-ჯერ მიიღეთ.
ანგინის და ქრონიკული ტონზილიტის დროს კარაქში შემწვარ ხახვს ღეჭავენ. შეგიძლიათ ნუშისებრ ჯირკვლებზე ხახვის წვენი დღეში 6-10-ჯერ წაისვათ ან 1 ჩ/კ ხახვის წვენი დღეში 3-4-ჯერ დალიოთ.
ყურებში ანთებითი პროცესების დროს ნაცარში პატარა ხახვი შეწვით, ახალ უმარილო კარაქთან ერთად თხელ სალფეთქში შეახვიეთ და მტკივნეულ ყურთან 1 წუთით გაიჩერეთ. ამასთან პაკეტი ძალიან ცხელი უნდა იყოს. ოტიტის დროს ყურში ხახვის წვენში დასველებული ბამბის ტამპონი ჩაიდეთ. ასევე, დღის განმავლობაში 2-3 წვეთი თბილი ხახვის ხსნარის თითოეულ ყურში ჩაწვეთება სასარგებლოა.