შემოდგომის დადგომასთან ერთად, გრიპი და მწვავე რესპირატორული ინფექციები აქტიურდება. ზოგჯერ ავადმყოფობა ძალიან მოულოდნელად მოდის. როგორც წესი, ეს ხდება იმ დროს, როცა ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში გრიპის მკურნალობა უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური. მე ამისთვის დოქტორ შჩეგლოვის მეთოდს ვიყენებ.
ამ მეთოდის შესახებ ბებიაჩემის დამ მიამბო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ექთნად მუშაობდა. მას ექიმები იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების დროს. ეს მეთოდი ხელს უწყობს გრიპთან სწრაფ და შედეგიან ბრძოლას. უფრო მეტიც, ის არ მოითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტების გამოყენებას.
გრიპის მკურნალობა მარილის სახვევით
ამ მეთოდის მთავარი აქტიური ინგრედიენტია მარილი. აღმოჩნდა, რომ მარილიანი ხსნარი შეიძლება იყოს დაავადებების ნამდვილი პანაცეა. ეს მეთოდი საბჭოთა ქირურგმა ივან შჩეგლოვმა აღმოაჩინა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ჯარისკაცების სამკურნალოდ მარილის სახვევებს იყენებდა. საველე პირობებში ხომ დიდი არჩევანი არც იყო.
სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, დაჭრილ ჯარისკაცებს ჭრილობაზე მარილიან სახვევებს ადებდნენ. რამდენიმე დღეში ჭრილობა შეხორცებას იწყებდა, ტემპერატურა ეცემოდა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდებოდა.
მარილის სახვევი შესანიშნავად კურნავს სხვადასხვა შეშუპებებს, დაჩირქებებს და ეხმარება ზედმეტი სითხის გამოდევნას. გრიპის მკურნალობა ამ სახვევით რამდენჯერმე ჩქარდება.
მარილის სახვევი დოქტორ შჩეგლოვის მეთოდით: მომზადების მეთოდი
1. აიღეთ 1 ლიტრი ადუღებული ცხელი წყალი და გახსენით მასში 3 ს/კ. ჩვეულებრივი სუფრის მარილი.
2. გაიკეთეთ მარლის სახვევი. ამისათვის აიღეთ მარლა ან ბინტი და გადაკეცეთ 8 ფენად.
3. მიღებული სახვევი მოათავსეთ მარილიან ხსნარში და გააჩერეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ სახვევი და მსუბუქად გაწურეთ ისე, რომ წყალი არ იწურებოდეს.
4. მჭიდროდ მოათავსეთ მარილის სახვევი მტკივნეულ ადგილზე. შემდეგ აუცილებლად შემოახვიეთ ზემოდან ნატურალური შალის ქსოვილი. დაიტოვეთ სახვევი მთელი ღამით.
5. დილით მოიხსენით სახვევი და საღამოს გაიმეორეთ პროცედურა. გააგრძელეთ კურსი სრულ გამოჯანმრთელებამდე. ზოგადად 7-დან 17 დღემდე სჭირდება.
გრიპთან ბრძოლა მარილის სახვევებით
თუ ავადმყოფობის დროს თავის ტკივილი გაწუხებთ, მაშინ მარილიანი სახვევი უნდა დაიდოთ შუბლზე და კეფაზე. როგორც წესი, ასეთი პროცედურისთვის 1-2 საათი საკმარისია. მაგრამ თუ ტკივილი არ გაქრება, შეგიძლიათ დატოვოთ სახვევი მთელი ღამით. ეს მეთოდი სურდოსთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ.
მარილიანი სახვევების გამოყენება გრიპის პირველი სიმპტომებისთანავე უნდა დაიწყოთ. თუ დაავადება იწყებს პროგრესირებას, მაშინ სახვევი ზურგზეც უნდა დაიმატოთ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი პირსახოცი მარლის ნაცვლად. მე ვიყენებ ორ ფენას: სველ და მშრალ პირსახოცებს. უმჯობესია ასეთი სახვევი მთელი ღამით დატოვოთ. გრიპისგან სრულად გამოსაჯანმრთელებლად საკმარისია 4-5 პროცედურა.
თუ ხველა შეგაწუხებთ, ამ შემთხვევაშიც მარილიანი სახვევი დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში, სახვევი უნდა დაიდოთ მკერდზე და დაიმაგროთ ბუნებრივი ქსოვილით (მაგალითად, ბინტით ან ბამბის შარფით). გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილი უნდა იყოს მსუბუქი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თბილი. სახვევი უნდა გაიჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში. ოთახში არ უნდა იყოს ორპირი ნიავი.
შედეგი საგრძნობი იქნება პირველივე გამოყენების შემდეგ და 3-4 ღამის განმავლობაში სიმპტომები მთლიანად გაქრება. სხვათა შორის, ასეთი სახვევების გამოყენება შესაძლებელია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
მარილის სახვევის გამოყენების წესები
მიუხედავად იმისა, რომ მარილის სახვევი დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა, მას აქვს გამოყენების წესები და უკუჩვენებები.
- არ გაზარდოთ ფიზიოლოგიური ხსნარის კონცენტრაცია. მარილის რაოდენობა უნდა იყოს 8-10%. თუ ეცდებით რაოდენობის გაზრდას, ამან შეიძლება გამოიწვიოს კაპილარების დაზიანება. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მარილი იწვევს კანის იმ უბნის დეჰიდრატაციას, სადაც ის გამოიყენება.
- სახვევი მუშაობს მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ის არის განთავსებული.
- მარილის სახვევისთვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი. მთავარი ის არის, რომ ჰაერი ცირკულირებს სახვევის ქვეშ. საყურადღებოა ის, რომ სახვევისთვის საუკეთესოა არა ახალი ქსოვილი, არამედ უკვე გამოყენებული. ოპტიმალურია სელის ან ბამბის გამოყენება.
- მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში მარილის სახვევი მუშაობს პირველივე გამოყენებიდან, უმჯობესია იქონიოთ მოთმინება და პროცედურა რამდენჯერმე ჩაიტაროთ.
- სახვევი უნდა იყოს ზომიერად სველი, მაგრამ წყალი არ უნდა წვეთავდეს. არ გამოიყენოთ ცელოფანი სახვევის დასამაგრებლად, რათა თავიდან აიცილოთ სათბურის ეფექტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს გამოიყენეთ სახვევი მარილიანი ხსნარით არა უმეტეს დღეში ერთხელ.
- სახვევები არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადებისა და ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროს.
მარილის სახვევების მეშვეობით ბევრი დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ სახვევი ვერ მოგაშორებთ ზოგიერთ პრობლემას, ის აუცილებლად გააძლიერებს მედიკამენტების ეფექტს.