ოთხმა დამ მშობლების სახლი გაარემონტა, სანამ ისინი დასასვენებლად იყვნენ წასული

649

მშობლები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე და, ხშირად, არ უნდათ ზრდასრულ ცხოვრებაში მათი გაშვება, თავს განუწყვეტლივ ევლებიან. დედებისთვის 40 წლის ძიებიც კი პატარა ბიჭებად რჩებიან, რომლებსაც რჩევით, საკვებითა და მხარდაჭერით დახმარება სჭირდებათ.

მეც მყავს ნაცნობები, რომლებსაც 30 წლის ასაკში საკუთარი ოჯახი არ ჰყავთ და დედების მეურვეობის ქვეშ რჩებიან. ასეთი ცხოვრება ხელს ყველას არ აძლევს, თუმცა, ცვლილებების მიმართ შიში ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილს აფრთხობს.

ზოგიერთი ბავშვი კი, პირიქით, ადრე ზრდასრულდება და ტოვებს მშობლიურ სახლს. უკვე 18 წლის ასაკში, ისინი დამოუკიდებლები არიან, რომლებიც ცხოვრებაში ადგილს იპოვიან და არ დაიკარგებიან.

კარენ და ჩიპ შუნოვერების ოჯახმა, სამხრეთ კაროლინაში, ოთხი შესანიშნავი ქალიშვილი აღზარდა. თუ ორი გოგონა მაინც გყავთ ოჯახში, მიხვდებით, რამდენად რთულია ეს საქმე.

კარენმა და ჩიპმა გაზარდეს, ასწავლეს და ფეხებზე დააყენეს შვილები. როგორც იქნა, გოგონები მზად იყვნენ თავისუფალი ცხოვრებისთვის და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, სრულწლოვნობას როგორც კი მიაღწიეს. ახლა ქალბატონები უკვე დიდები არიან და ყველას თავისი საკუთარი ცხოვრება აქვს, თუმცა, ისინი ხშირად იკრიბებიან ერთად, მშობლების მოსანახულებლად.

გასულ შობას, შუნოვერებმა ერთკვირიან მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტეს. ადრე ამას მშობლებთან ერთად აკეთებდნენ, თუმცა ახლა წყვილს მიეცა დროის მარტო გატარებისა და მომენტით ტკბობის შესაძლებლობა.

გოგონებს სახლისთვის ყურადღების მიქცევა დაევალათ. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში ისინი შინაურ ცხოველებსა და საკეტებს აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა, ამჯერად, გოგონებმა გეგმა შეადგინეს: ისინი ერთად შეიკრიბნენ, რათა მშობლების სახლში წესრიგი დაემყარებინათ და მცირე რემონტი გაეკეთებინათ.

იდეა იმდენად მოეწონა თითოეულს, რომ ისინი საქმეს დაუჯერებელი ენთუზიაზმით შეუდგნენ. რემონტში თავიანთი შეყვარებულებიც ჩართეს.

პირველ რიგში, დებმა ყველაფერი ძველი გადაყარეს. თან, ასეთი ნივთები მშობლების სახლში დიდი რაოდენობით იყო, რადგან მამასაც და დედასაც გადასაყრელად ყველაფერი ენანებოდათ.

გოგონებს კედლების ჩამონგრევა აზრადაც არ მოსვლიათ, თუმცა ძველი შპალერი ჩამოხსნეს და საღებავები მოიმარჯვეს.

ყველაზე მეტი საქმე სამზარეულოში იყო. ძველი ჟალუზები ნაგავში გადაიყარა, გაჩნდა ახალი ავეჯი და განათება. ახლა კარენი კერძებს უფრო მეტი სიამოვნებით მოამზადებს.

მშობლების საძინებელში ორი ძველი საწოლი იდგა. გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ დრო იყო, დედ-მამას უფრო კარგ საწოლზე დაეძინათ: ორი საწოლი გააჩუქეს და ერთი დიდი შეიძინეს.

შეუჩერებელი მუშაობიდან 1 კვირაში, სახლი გასაოცრად გარდაისახა. გოგონები მშობლების დასახვედრად მზად იყვნენ.

როცა კარენი და ჩიპი ავტომობილიდან გადმოვიდნენ, იფიქრეს, რომ ბავშვებმა მხოლოდ ეზო დაალაგეს. სახლში შესვლისას კი აღფრთოვანება ვეღარ დამალეს.

სარემონტო სამუშაოები და დედ-მამის დახვედრა გოგონებმა ვიდეოზე გადაიღეს. ეს შესანიშნავი იდეაა, რადგან წლების შემდეგაც კი, მშობლებს გაახსენდებათ, თუ როგორი განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს შვილებმა შობაზე.

გოგონებმა მართლაც ბევრი იშრომეს. მშობლების სახლის რემონტი – ეს უბრალო საჩუქარი არაა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ვიღებთ ხოლმე ნათესავებისგან.

ბავშვებმა სწორედ ასე გამოხატეს სიყვარული მშობლებისადმი. დებმა ძალისხმევა და დრო არ დაიშურეს, რითიც მშობლებს მადლობა გადაუხადეს ბედნიერი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს