ღვიძლის მხსნელი საშუალება: სამკურნალო ბაყაყურას რეცეპტები

6937

ბაყაყურა (Silybum marianum) გასაოცარი მცენარეა, რომელიც რთულყვავილოვანთა ოჯახს მიეკუთვნება.

მისი გარეგნობის განსაკუთრებულობას პირველ რიგში დიდი, პრიალა, დალაქავებული ფოთლები წარმოადგენს, რომელთა მწვანე ფონზეც უსწორმასწორო ფორმის თეთრი ლაქები მკვეთრად გამოიყოფა. არათანაბარი ფოთლების კუთხეებში ბასრი, ყვითელი ეკლები არის განლაგებული, გრძელი ბასრი ეკლებით ყვავილის კალათებიც გარშემორტყმულია.

წყლის და სპირტიანი ექსტრაქტები ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ელენთას, ბუასილის, ქრონიკული ყაბზობის, ქრონიკული ბრონქიტის, სახსრების რევმატიზმის და ღვიძლის პათოლოგიის სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება.

ბაყაყურა ნაღვლის წარმოებას ზრდის და თორმეტგოჯა ნაწლავსა და ნაღვლის ბუშტში მის მოხვედრას აჩქარებს, პარენქიმს ტოქსიკური მავნე ფაქტორებისგან იცავს. ბაყაყურა ღვიძლის უჯრედებს არა მხოლოდ იცავს, არამედ დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს და მათ ფუნქციებს სტიმულირებს.

ჯერ ხალხურ, შემდეგ კი ოფიციალურ მედიცინაში ბაყაყურას სამკურნალო მოქმედება ალკოჰოლით მოწამვლის დროს აღნიშნეს. ეს ალკოჰოლური ჰეპატიტის მკურნალობის მეთოდებში აისახა. მცენარეს ღვიძლის ციროზის, ქოლეცისტიტის, მათ შორის კალკულოზის (ნაღვლკენჭოვანი დაავადების) დროს წარმატებით იყენებენ. ბაყაყურას სპირტიანი ექსტრაქტი პრეპარატ „ქოლელიტინის“ შემადგენლობაში შედის.

ფიზიოთერაპიაში მცენარის ფესვებსაც იყენებენ. მისი ფესვების ნახარში კბილის ტკბილის (გამოვლება), დიარეას, შარდის შეკავების, რადიკულიტის და კრუნჩხვების დროს დაგეხმარებათ.

დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება

დიარეას, კუჭის და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს ბაყაყურას ფოთლების წვენს იყენებენ. მათ ყვავილობის დროს კრეფენ და ხორცის გასატარებელ მანქანაში ატარებენ, თანაბარი რაოდენობის მდუღარე წყალს უმატებენ და 1 ს/კ საშუალებას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე იღებენ.

ჰეპატიტი, ციროზი

ნახარშის მოსამზადებლად 30 გრ დაქუცმაცებულ თესლის ფხვნილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე სითხის განახევრებამდე ადუღეთ. შემდეგ სამ ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ.

მიშვებული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის დროს პირველი ორი დღე 1 ს/კ საშუალება, ხოლო შემდეგ 50 მლ დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე. 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გამეორებას გირჩევთ.

ხმელი, დაქუცმაცებული ფხვნილის გამოყენებაც დასაშვებია. ამ შემთხვევაში 0,5 ჩ/კ დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ.

მცენარის ფესვების ნახარშაც იყენებენ. ამისთვის 1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. წყლის ორთქლზე 20 წუთით აადუღეთ, მჭიდრო ქსოვილში გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ფესვების ნახარში მცენარის სხვა ნაწილის (თესლი, ფოთოლი) არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენება.

ბაყაყურას ზეთის მიღება ყველაზე ეფექტურია. ამისთვის 50 გრ თესლი დააქუცმაცეთ, 0,5 ლ მცენარეული ზეთი დაასხით და 30 დღე დააყენეთ. გაფილტრეთ და 1-2 ჩ/კ დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ზეთი ღვიძლის დაავადების დროს გამოიყენება.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში აწარმოებენ პრეპარატებს, რომლებიც ბაყაყურას ექსტრაქტს შეიცავენ.

სილიბორი

უამრავ ფლავონოიდს შეიცავს. 0,04 გრ შემოგარსული აბის ფორმით გამოდის. ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზის დროს ინიშნება. 1-2 აბი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1-2 თვე. 30 დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.

ლეგალონი (სილიბინინი)

ძირითად, სილიმარს შეიცავს. მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის დროს ჰეპატიტისგან დამცავ საშუალებად გამოიყენება. პრეპარატი დრაჟეების ფორმით გამოდის. 2 ცალი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე უნდა მიიღოთ.

კარსილი

ეს ბაყაყურას ნედლი მასალის კოპტონია, რომელიც გადამუშავების შედეგად მიიღება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ რომ გადამუშავების პროცესში სამკურნალო ელემენტები იკარგება, მაგრამ კარსილი საკმაოდ ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. ის ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება. ნაღვლის ბუშტის კინეტიკაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს და მის ტონუსს ზრდის.

ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურის გამოყენებით ღვიძლის სამკურნალო საკმაოდ ორიგინალური მეთოდი ყურადღებას იმსახურებს.

1 ს/კ ბაყაყურას ზეთის დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რეგულარული მიღების ფონზე აბზინდას ნაყენში დასველებული ქსოვილით სახვევები გაიკეთეთ. სახვევი კვირაში 2-ჯერ, ორთქლის აბაზანის შემდეგ უნდა გაიკეთოთ.

ბაყაყურას ზეთი მოამზადეთ ისე, როგორც ზემოთ იყო მოცემული. აბზინდას ნაყენის მოსამზადებლად 5 ს/კ ბალახს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით გააჩერეთ.

ბამბის დიდი ნაჭერი ამ ნაყენში გაჟღინთეთ, ოდნავ გაწურეთ და სხეული მუხლებიდან იღლიამდე მასში გაახვიეთ. სეანსი 20 წუთი გრძელდება. კარგ ოფლდენას უნდა მიაღწიოთ. ამისთვის ოფლმდენი ჩაი გამოიყენეთ.

ოფლმდენი ჩაისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი ნარევი: გრაკლას ყვავილი, შავი მოცხარის ფოთლები და ჟოლოს ნაყოფი. 2 ს/კ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. ორთქლის აბაზანაში შესვლამდე 1 ჭიქა დალიეთ. ამ დროს ცაცხვის ყვავილების და თაფლის ჩაიც გამოგადგებათ.

ოფლდენის გასაძლიერებლად შეგიძლიათ სხეულზე სუფრის მარილის გაჯერებულ ხსნარი, თაფლის და მარილის ან თაფლის და თევზის ცხიმის (3:1) ნარევი წაისვათ.

ოფლდენის შეწყვეტის შემდეგ კანი შეიწოვს ყველაფერს, რაც მის ზედაპირზე წაისმება. ამ დროს სახვევი უნდა გაიკეთოთ. ნახარშის სამკურნალო კომპონენტები კანიდან ძალიან ინტენსიურად შეიწოვება, ხოლო ღვიძლი ამ დროს დაისვენებს.

მითითებული კურსი 10 დღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. ამ დროს ½ ჩ/კ ბაბუაწვერას ფესვის ფხვნილი მიიღეთ.

ჰეპატიტის, წყალმანკის დროს დამატებით 0,5 ჭიქა შვიტის ნახარში ღვიის კენკრასთან ერთად (3:1) დღეში 3-ჯერ მიიღეთ. 2 ს/კ 0,5 ლ მდუღარე წყალში მოხარშეთ და წყლის ორთქლზე 30 წუთით აადუღეთ. ღვიის კენკრის არ არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მწიფე წითელი მოცვის ან დათვისკენკრა გამოიყენოთ – 1 ს/კ 0,5 ჭიქა შვიტის ნახარშზე.

ჰეპატიტის პროფილაქტიკის მიზნით მზესუმზირას ზეთში დაყენებულ ბაყაყურას თესლს იყენებენ. ამ ზეთით სალათებს რთავენ. აი, ზეთის მაღალ ტემპერატურაზე ზემოქმედება არ შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს