პოლიომიელიტი – ბავშვების ზურგისტვინოვანი პარალიზება, ნერვული სისტემის პათოლოგია. დაავადება ძალიან საშიშად ითვლებოდა კაცობრიობისთვის, თუმცა, საბედნიეროდ, 1955 წელს გამოიგონეს ვაქცინა, რომელმაც, პრაქტიკულად, დაავადება გაანადგურა.
თუმცა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც წამლის გამოგონებამდე გაჩნდნენ? პოლიომიელიტის მქონე ადამიანებს უჭირთ სუნთქვა და მოძრაობა. იმდროინდელი ადამიანებისთვის პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა მანქანა, რომელიც რკინის ხელოვნური ფილტვების ფუნქციას ასრულებდა.
პოლ ალექსანდრი პოლიომიელიტით 1952 წელს, 5 წლის ასაკში დაავადდა. იგი იხსენებს, თუ როგორ მოვიდა გონს სპეციალურ კაფსულაში: “მე არ ვიცოდი, რა მოხდა. მეგონა, რომ მოვკვდი. მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს – ეს რა სიკვდილია? კუბოში ვარ?” მას საუბარიც არ შეეძლო, ტრაქეოსტომიის გამო.
ახლა, 70 წლის ასაკში, პოლი თავისი დროის დიდ ნაწილს აპარატში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ მანქანების უფრო თანამედროვე ანალოგები არსებობს, პოლიომიელიტის მსხვერპლთა უმრავლესობა უპირატესობას ამ ძველ მოწყობილობებს ანიჭებს.
პოლი ხშირად აწყდება მანქანის სიმთელის პრობლემებს, ხოლო, რამდენადაც მსოფლიოში მხოლოდ ათამდე ადამიანია, რომლებიც კაფსულებს იყენებენ, საკმაოდ რთულია კამერის გასარემონტებელი დეტალების პოვნა.
მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, პოლი ცდილობს, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს. მან ტეხასის უნივერსიტეტი დაამთავრა, იურისპრუდენციის ფაკულტეტზე, და იურისტად მუშაობს – სისხლის სამართლის საქმეებითაა დაკავებული. გარდა ამისა, მამაკაცი წერს წიგნებს და მოგზაურობს კაფსულასთან ერთად.
მოწყობილობა, რომელშიც პოლია, ერთგვარი ჰერმეტული რეზერვუარია. იგი ქმნის ვაკუუმს, რომლის დახმარებითაც პაციენტის ფილტვები ჟანგბადით ივსება. კაფსულაში მთელი სხეული თავსდება, თავის გარდა.
პოლი დიდხანს სწავლობდა დამოუკიდებლად სუნთქვას და მალე შეძლო რკინის კაფსულის ცოტა ხნით დატოვება. “ადამიანთა უმეტესობას ისე სუნთქავს, არც ფიქრობს. მე კი ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება თითო ჩასუნთქვისთვის. და მაინც, ჩემთვის ისიც დამაკმაყოფილებელია, რომ შემიძლია ამ ჯოჯოხეთის მანქანის ცოტა ხნით დატოვება.” – ყვება მამაკაცი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პოლიომიელიტის შემთხვევები 99%-ით შემცირდა, 1985 წელთან შედარებით. მიუხედავად ამისა, საშინელი დაავადების მატარებლები დღემდე არსებობენ და ჩვენთვის უჩვეულო პირობებში ცხოვრობენ. პოლი შეგვახსენებს იმის შესახებ, რომ პოლიომიელიტის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს – მხოლოდ ვაქცინა.