კარტოფილის სოკოები. უჩვეულო კერძის რეცეპტი

79

სულ ახლახან, დეიდაჩემთან ოჯახურ წვეულებაზე, ძალიან საინტერესო კერძი დავაგემოვნე. ჩვეულებრივ გამომცხვარ შამპინიონს ჰგავდა, მაგრამ კერძის პიკანტურმა გემომ დამაეჭვა. სხვათა შორის, სოკო მაგიდიდან რამდენიმე წუთში გაქრა. წვეულების შემდეგ დეიდას სოკოს კერძის შესახებ ვკითხე. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მან თქვა, რომ შამპინიონები საერთოდ არ მოემზადებინა. აღმოჩნდა, რომ ეს კერძი იყო კარტოფილის სოკო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ კერძის რეცეპტს გაგიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის სოკო

ამ შესანიშნავი კერძის მომზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. ყველა პროცესი მარტივი და გასაგებია. კარტოფილის სოკო ძალიან ნოყიერი კერძია. მისი მცირე პორციაც კი დაგანაყრებთ. სცადეთ და თავად დარწმუნდებით!

ინგრედიენტები

  • 700 გ კარტოფილი;
  • 20 გ კარაქი;
  • 50 გ მზესუმზირას ზეთი;
  • 4 ს.კ. სახამებელი;
  • 1 ხახვი;
  • 2 ს.კ. ტერიაკის სოუსი;
  • 100 მლ სოიოს სოუსი;
  • 0,5 ჩ.კ. მარილი;
  • ნახევარი ჩილის წიწაკა;
  • 3 კბილი ნიორი;
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი;
  • კამა გემოვნებით.

მომზადება

1. კარტოფილი გაფცქვენით, პატარა კუბებად დაჭერით და მოხარშეთ. წყალს, რომელშიც კარტოფილს მოხარშავთ, დაუმატეთ ცოტა მარილი. მას შემდეგ, რაც კარტოფილი მოიხარშება, უნდა დაჭყლიტოთ. შემდეგ დაუმატეთ მას სახამებელი და აურიეთ. პიურეს უნდა ურიოთ მანამდე, სანამ ცომი ერთ გუნდად არ შეიკვრება.

2. მიღებული მასიდან ამოიღეთ პატარა გუნდები და გააბრტყელეთ ორივე მხრიდან. ბოთლის მეშვეობით დააჭირეთ თითოეულ ბურთულას, რომ შექმნათ ჩაღრმავებები, როგორიცაა შამპინიონზე. უნდა მიიღოთ კარტოფილის სოკოს ფორმა. ამის შემდეგ ეს ,,სოკოები’’ უნდა შეწვათ.

3. სანამ კარტოფილის სოკოს შეწვავთ, მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ტაფაში გააცხელეთ მცენარეული ზეთი და ცოტა ნაღების კარაქი. ხახვი, წიწაკა და ნიორი დაჭერით და გადაიტანეთ ტაფაში. შეწვით ბოსტნეული დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.

4. დაამატეთ ვაშლის ძმარი და სოუსები. შემდეგ ფრთხილად ჩაალაგეთ კარტოფილის სოკოები. შეწვით ისინი თითოეულ მხარეს 5 წუთის განმავლობაში.

5. სერვირებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ დიდი ბრტყელი თეფში. ზედ მოათავსეთ კარტოფილის სოკოები, ჩაღრმავებებით ზემოთ და გულუხვად დაასხით ტაფის შიგთავსი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ კერძს მოაყაროთ დაჭრილი კამა ან დაუმატოთ ნებისმიერი სხვა მწვანილი დეკორაციისთვის.

აუცილებლად სცადეთ კარტოფილის სოკოების მომზადება – ეს კერძი სტუმრებისთვის საინტერესო გამოცანა იქნება. გირჩევთ, საღამოს ბოლომდე არ გაამჟღავნოთ საიდუმლო, რათა კიდევ უფრო დაგაინტრიგოთ ისინი. გააოცეთ ყველა თქვენი კულინარიული ნიჭით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს