
მოამზადეთ ეს სალათა და შეავსეთ თქვენი ოგრანიზმი საჭირო ვიტამინებითა და უჯრედისით. ისინი არა მხოლოდ ძალიან გემრიელები არიან, არამედ დაგეხმარებიან ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში წელის არიდან.
ინგრედიენტები:
- 1 დიდი ჭარხალი
- 2 საშუალო სტაფილო
- 1 პატარა წითელი ხახვი
- 1 დიდი კონა ოხრახუში
- 1/2 ჭიქა ბროწეულის მარცვალი
- 3 ს/კ გოგრის მარცვალი
დანამატი:
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1,5 ს/კ ბროწეულის სოუსი
- 1,5 ს/კ ზეითუნის ზეთი
- მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესი:
- შეურიეთ დანამატისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი და დაელოდეთ 10 წუთი. მშრალ ტაფაზე შეწვით გოგრის გული, 3 წუთი.
- გაასუფთავეთ ჭარხალი და სტაფილო და გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე. ხახვი გაასუფთავედ და დაჭერით წვრილად. ოხრახუში დაჭერით წვრილად
- შეურიეთ ჭარხალი, სტაფილო, ოხრახუში და ხახვი, მოასხით დანამატის შერეული ინგრედიენტები. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და დაალაგეთ ზემოდან გოგრის მარცვლები.
მზად არის, დააგემოვნეთ!