როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ყველა ზედმეტი და მომწამვლელი ნივთიერება? შესაძლოა ამან ერთ დღეს თქვენი სიცოცხლე იხსნას.თუ გსურთ იყოთ ლამაზები და ჯანმრთელები, მაშინ დროა დაფიქრდეთ დეტოქსიკაციაზე. ტოქსინებისა და შლაკების მოშორებაში თქვენ ეს 6 ბუნებრივი სუპერ რეცეპტი დაგეხმარებათ. სასარგებლო თვისებებთან ერთად ისინი ძალიან გემრიელიცაა, არც მომზადებაა რთული. გამოიჩინეთ მცირედი სურვილი მაინც და იყავით ჯანმრთელები მუდამ!
- ვაშლი და დარიჩინი
თხლად დაჭერით ერთი ვაშლი და დაასხით 500მლ სუფთა წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, გააცივეთ დალიეთ დღის განმავლობაში. ვაშლისა და დაფქული დარიჩინის შერწყმა დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზებაში და გამენს თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. - ლიმონის წვენი და თაფლი
2 სუფრის კოვზ ახალ გამოწურულ ლიმონის წვენს შეურიეთ 200მლ თბილი წყალი, დაუმატეთ 1ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, ერთი მწიკვი დაფქული ჯინჯერი (კოჭა). მიირთვით უზმოზე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაზავი დაგეხმარებათ საჭმის მომნელებელი სისტემის გაწმენდაში, გააძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და შეგმატებთ სასიცოცხლო ენერგიას. - ჯინჯერის სასმელი
ჯინჯერის ფესვების მცირე რაოდენობა (3-4 სმ) გაასუფთავეთ კანისგან და წვრილად დაჭრით, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და წამოადუღეთ, ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი, გაფილტრეთ.
გაცივების შემდეგ დაუმატეთ ერთი მწკიკვი დაფქული დარიჩინი და რამოდენიმე სუფრის კოვზი ასკილის სიროფი. მიირთვით დღის განმავლობაში 100-150 მლ პორციებით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ის დაგირეგულირებთ საჭმლის მომნელებელ, ნივთიერებათა ცვლის სისტემას. ეს სასმელი მატონიზირებელ და ზოგად გამძლიერებლ ეფექტსაც ფლობს. - ჭარხლის წვენი
მომზადეთ 1 ჭარხლის, 2 ვაშლის, 4 ღერო ნიახურის წვენი. მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. - ჯანმრთელობის კოქტეილი
მომაზადეთ 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის, 1 სტაფილოს წვენი, შეურიეთ 100მლ მინერალურ წყალს. სვით უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი – შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობის მოსახსნელად, მასში დიდი დოზითაა ანტიოქსიდანტები. - კიტრი და ნიახური
წვრილად დაჭერით 1 კიტრი და 1 ნიახურის ფესვი, დაუმატეთ 300მლ წყალი. სვით დღის განმავლობაში. ის იდეალურია განტვირთვიის დღეებისას.
რედაქციისგან: ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესს სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. მაგალითად, ამერიკის კვებისა და დიეტოლოგიის აკადემია (AND) აღნიშნავს, რომ ვაშლი, ჯინჯერი და ლიმონი ძლიერი ანტიოქსიდანტების წყაროა, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ევროპის კლინიკური კვების ჟურნალის (EJCN) მონაცემებით, ციტრუსის წვენები აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ღვიძლის დეტოქსიკაციის პროცესს.
ასევე, ბრიტანეთის ბოტანიკური მედიცინის ასოციაციის (BHMA) კვლევები აჩვენებს, რომ ნიახური და ჭარხალი შეიცავს ფიტონუტრიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ თირკმელებისა და სისხლის გაწმენდას. ამიტომ, მოცემული რეცეპტები არა მხოლოდ ორგანიზმის გამწმენდი პროცესის ხელშეწყობისთვისაა რეკომენდებული, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვისაც. თუმცა, დეტოქსიკაციის ხანგრძლივი კურსის დაწყებამდე აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან.
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტები? მაშინ გაუზიარეთ ის მეგობრებს, დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!