
დაბალკალორიული დესერტი, რომელიც შეიცავს 80კკალ 100 გრამზე და ძალიან მარტივი მოსამზადებელია. გარდა იმისა, რომ ასეთი ტკბილეული თქვენს ფიგურას ზიანს არ მიაყენებს, ის საოცრად გემრიელიცაა.
ინგრედიენტები:
- კეფირი – 1 ლ
- უცხიმო არაჟანი – 3/4 ჭიქა
- შაქარი – 1 ჭიქა
- ჟელატინი – 2 ს/კ
- წყალი – 2 ჭიქა
- ვანილის შაქარი – 1/2 პაკეტი
მომზადების წესი:
- ჟელატინი ჩაალბეთ თბილ წყალში 30-40 წუთით, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გამუდმებული მორევით მიიყვანეთ დუღილის მდგომარეობამდე, მოხსენით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- კეფირი, არაჟანი, ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი შეურიეთ და ათქვიფეთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ მორევის პარალელურად დაუმატეთ ჟელატინი და ათქვიფეთ თავიდან 4-5 წუთის განმავლობაში.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 3-6 საათით. გაცივების შემდეგ ზეფირი უნდა დაჭრათ პორციებად. დანის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საცხობი ფორმები.
- სახლის ზეფირს ძალიან უხდება დაფქული თხილეული და საყვარელი მურაბის ნაყოფი. თუმცა ასეთი გემრიელი დამატი დესერტზე დამატებით კალორიებსაც გულისხმობს.