როგორც კი ადამიანი ამა თუ იმ პრობლემას აწყდება, მაშინვე მიეშურება აფთიაქში, წამლებისთვის. ან, თავის საშინაო აფთიაქში იხედება. თუმცა, ჩვენ არც ისე ხშირად ვუფიქრდებით იმას, რომ აბების უწესრიგო მოხმარება არამხოლოდ არ დაგეხმარებათ, არამედ ჩვენს ორგანიზმსაც ავნებს.
არადა, ბუნებამ ადამიანს უამრავი ბუნებრივი, ნატურალური წამალი უბოძა. რეალურად, ისინი გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე აფთიაქის წამლები. თუმცა, მათგან უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე მრავალფეროვანი ქიმიისგან. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები არავის მოუწოდებს წამლებზე საყოველთაო უარის გამოცხადებისკენ.
ერთ-ერთ ასეთ საშუალებად თამამად ვასახელებთ სელის ზეთს. ჯერ კიდევ ჩვენს წინაპრებს არაერთხელ გამოუყენებიათ არამხოლოდ ზეთის, არამედ უშუალოდ სელის სასარგებლო თვისებებიც. მის სარგებელს ხომ ვერც გააზვიადებთ, ძალიანაც რომ მოინდომოთ.
ექიმებიც კი საუბრობენ იმაზე, რომ სელის ზეთის სარგებელი და ღირებულება ადამიანის ორგანიზმისთვის – ეს ყველაზე პირდაპირი მიზეზია იმისა, რომ პროდუქტი ყოველდღე მოიხმაროთ. რა თქმა უნდა, იგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ქალის ორგანიზმისთვის – რადგან შეუძლია ჰორმონების დონის ნორმალიზება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სელის ყველაზე იაფ ზეთშიც კი გაცილებით მეტი ომეგა-3 შედის, ვიდრე თევზის ცხიმში. ეს კი შესანიშნავი ამბავია მათთვის, ვინც იძულებულია, თუმცა არ სურს მეორე ვარიანტის მოხმარება. ზეთი ხომ გაცილებით გემრიელი, იაფი და მარტივად გამოსაყენებელია.
როგორც წესი, სელის ზეთს საუზმემდე, უზმოზე იღებენ. სასურველია, რომ ამ საშუალებასა და საკვების ძირითად მიღებას შორის 20-30 წუთი მაინც გავიდეს. რა თქმა უნდა, სურვილისამებრ, შეიძლება იგი ძილის წინაც მიირთვათ, მთავარია, ეს უშუალოდ ჭამის შემდეგ არ გააკეთოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს უამრავი შესაძლო გზა ზეთის მისაღებად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, სანამ მას მოიხმარდეთ, აუცილებლად მიიღეთ ექიმის დაწვრილებითი კონსულტაცია. თქვენ შეიძლება გქონდეთ უკუჩვენებები, რომლებიც არსებულ პრობლემებს გაამწვავებს.
ნახეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო-რგოლი, რათა უფრო მეტი გაიგოთ ამ შესანიშნავი ბუნებრივი საშუალების შესახებ.