როცა წელის ტკივილს თან საკვერცხეების ტკივილი ახლავს, ეს შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, რომელიც ექიმთან დაუყონებლივ უნდა გადაამოწმოთ.
ეპიდიდიმიტი
ეპიდიდიმიტი არის მდგომარეობა, რომელსაც სათესლე ჯირკვლის დანართის ანთება და შეშუპება ახასიათებს. ეს საკვერცხის უკანა ნაწილში მრუდე სადინარია, რომელიც სპერმატოზოიდების შენახვასა და ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. დაავადება ხშირად ტრამვით ან ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, არის გამოწვეული.
საშარდე გზების ინფექცია
საკვერცხეების ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ მიზეზს საშარდე გზების ინფექცია წარმოადგენს. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა შარდის ბუშტში, თირკმლებში, შარდსადინარსა და ურეთრაში ბაქტერიები გროვდება.
წელის სპონდილოლისთეზი
წელის სპონდილოლისთეზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხერხემლის ქვედა ნაწილი ერთმანეთს ერევა. ეს დაზიანების, ზოგადი სისუსტის ან ხერხემალზე მუდმივად ძლიერი დატვირთვის გამო ხდება. დაავადებამ შეიძლება წელის ტკივილი გამოიწვიოს, რომელიც საკვერცხეებსა და ფეხებზეც კი ვრცელდება.
თირკმლებში კენჭები
კენჭი მყარი მინერალური ნარჩენია, რომელიც თირკმლებში წარმოიქმნება. მცირე ზომის კენჭი სიმპტომებს ყოველთვის არ იწვევს და დროთა განმავლობაში ბუნებრივი გზით გამოდის. თუმცა დიდი ზომის კენჭი თირკმლიდან შარდის გადინებას აფერხებს და ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილს იწვევს, რაც შეიძლება საზარდულის არეშიც გავრცელდეს.
საკვერცხეების სიმსივნე
წელის და ზურგის ტკივილი ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება საკვერცხეების სიმსივნის ნიშანი იყოს. ყველაზე გავრცელებული სიმპტომი შეიძლება იყოს შეშუპება ან სიმრგვალე საკვერცხეებზე. ზოგჯერ შეიძლება საკვერცხეების ტკივილი გამოიწვიოს, რომელიც ზურგის ქვედა ნაწილშიც ვრცელდება.