ყაბზობა გაწუხებთ? ექიმები მდგომარეობის შესამსუბუქებლად 5 ნატურალურ საშუალებას გირჩევენ

3796
image: wikimedia.org

კუჭის არარეგულარული დაცლა შეიძლება მტკივნეული და ზოგჯერ უხერხული იყოს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყაბზობა ჩვეულებრივ დაუბალანსებელი დიეტით ან სტრესით არის გამოწვეული, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე გავლენას ახდენს.

ვენდი ტრუბოუ, აშშ-ში მოღვაწე ფუნქციონალური მედიცინის ექიმი, მდგომარეობის შესამსუბუქებლად ნატურალურ საშუალებებს გვთავაზობს.

მეტი უჯრედისი მიიღეთ

პირველ რიგში, უფრო მეტი უჯრედისი უნდა მიიღოთ. საკვები ბოჭკოები საჭმლის მონელებისთვის სასარგებლოა და ყაბზობა შეიძლება შეამციროს. მაგალითად, შემდეგი პროდუქტები მიირთვით: ნუში, ბანანი, ვაშლი, ნებისმიერი სახეობის კომბოსტო, ქატო და ა.შ.

ირბინეთ

იქნება ეს სარბენ ბილიკზე სირბილი, ველოსიპედის ტარება თუ აქტიური დასვენება, გულ-სისხლძარღვთა ვარჯიში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. გაზრდილი მეტაბოლიზმი ნაწლავების მოძრაობას ან ნაწლავების შეკუმშვას ზრდის.

ჩაიცუცქეთ

რამდენიმე წიგნი ან დაბალი სკამი აიღეთ და ფეხებისთვის გამოიყენეთ ყოველ ჯერზე, როცა უნიტაზზე დაჯდებით. ასე ანატომიურად სწორ პოზას მიიღებთ, რაც ნაწლავების უფრო მარტივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

„გახსოვდეთ, რომ სანამ ტუალეტი გვექნებოდა, ჩვეულებრივ ჩაცუცქული ვიცლებოდით“ – ამბობს ტრუბოუ.

მაგნიუმის შემცველი პროდუქტები მიიღეთ

მაგნიუმი მსხვილ ნაწლავში სითხეს იწოვს, რაც ყაბზობას ამსუბუქებს. მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღებამ, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო, ორაგული, თინუსი ან წყალმცენარე შეიძლება ნაწლავების მოძრაობა დაარეგულიროს.

სელის თესლი

ჟურნალში „ადამიანის კვება და დიეტოლოგია“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გამაღიზიანებელ სინდრომზე მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს ან ყაბზობას ამსუბუქებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს