სიმპტომები, რომლებიც სისხლძარღვებსა და არტერიებში პათოლოგიურ ცვლილებებზე მიუთითებს

551
Photo by Robina Weermeijer on Unsplash

ანთება, ოკლუზია და ქსოვილის სიმთელის დაზიანება ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სისხლძარღვოვანი დაავადებებისა, რომლებიც ხელს უშლის გულისა და ტვინის სისხლით უზრუნველყოფას.

სისხლძარღვებსა და არტერიებში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების შესახებ გვატყობინებს განსაკუთრებული ნიშნები.

სისხლძარღვოვანი დაავადებები შეიძლება ზღუდავდეს ან სრულად აფერხებდეს სისხლძარღვებში სისხლის ცირკულაციას, რაც იწვევს სერიოზულ ფუნქციურ დარღვევებს სხეულის დაზიანებულ მონაკვეთებში. ასეთ დარღვევებს მიეკუთვნება

  • პერიფერიული არტერიების დაავადებები;
  • ჰიპერტონია;
  • გულის შეტევა;
  • საძილე არტერიის სტენოზი;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • სტენოკარდია;
  • ვარიკოზი;
  • თრომბოზი;
  • ემბოლია.

რატომ ზიანდება სისხლძარღვები

სისხლძარღვოვანი დაავადებების მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა, ყველაზე მთავარია ათეროსკლეროზი – პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც სისხლძარღვის ქსოვილი ქვავდება (ე.წ. კალციფიკაცია), ამავდროულად კი, არტერიის შიდა კედლებზე გროვება ცხიმის კოლტები. ათეროსკლეროზის დროს, არტერიები ვიწროვდება და მათში სისხლის გადინებაც იზღუდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინფარქტებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

ათეროსკლეროზის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია:

  • მოწევა;
  • ცხიმიანი საკვების მოხმარება;
  • დიაბეტი;
  • მუდმივი სტრესი;
  • მაღალი წნევა.

სისხლძარღვებში პათოლოგიური ცვლილებების სიმპტომები

არტერიული სისხლძარღვების დაავადებების ტიპური სიმპტომებია ტკივილი, ასევე, მკერდში სივიწროვისა და ხეწოლის შეგრძნება, რომელიც სტენოკარდიას იწვევს. დაზიანების ხარისხის მიზედვით, შეიძლება აღინიშნოს ისეთი დამატებითი სიმპტომები, როგორებიცაა:

  • ქოშინი;
  • გულისრევა;
  • სისუსტე.

ვენოზური დაავადებების დროს, ძირითადი სიმპტომებია მტკივანი ვენის მონაკვეთში ქსოვილის გასიება, შეშუპება.

სიმპტომები, რომლებიც არტერიის გაქვავებაზე მიუთითებს

ათეროსკლეროზი, ჩვეულებრივ, სიმპტომებს მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა არტერიის შიდა ნაწილი თითქმის 70%-ითაა შევიწროებული. ეს სიმპტომები შეიძლება თანდათან გაძლიერდეს, ან ერთბაშად, უეცრად გაჩნდეს (ასე ხდება ინსულტისა და ინფარქტის დროს).

ათეროსკლეროზის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რომელ ნაწილშია სისხლძარღვების შევიწროება. თუ დაზიანებული კორონარული არტერიაა, შეიძლება მკერდში შევიწროების შეგრძნება და სტენოკარდიის სხვა სიმპტომები გაჩნდეს, ასევე, შესაძლოა არითმია და გულის უკმარისობა.

ფეხის არტერიებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მიუთითებდეს ფეხების ტკივილსა და წვის შეგრძნებას, შენაცველობითი კოჭლობის განვითარება (მდგომარეობა, როცა ძლიერი ტკივილის გამო ადამიანი იძულებულია, შეისვენოს ხოლმე).

როგორ დავიცვათ თავი

ათეროსკლეროზის მიერ გამოწვეული ყველა ადრეული დაზიანება შექცევადია, თუ რისკ-ფაქტორებს ძირფესვიანად აღმოფხვრით. ამისთვის

  • უარი თქვით მოწევაზე;
  • არ დაუშვათ ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი არტერიული წნევა;
  • იყავით ფიზიკურად აქტიური;
  • გახდით, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს