უმეტეს შემთხვევაში თვალის ასიმეტრია სიცოცხლისთვის სახიფათოა არაა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დაავადების მანიშნებელი იყოს. ასეთი ასიმეტრიის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათგან ზოგიერთი შეიძლება სახიფათო იყოს.
თვალის ასიმეტრიის დროს მხედველობის ორგანოებს სხვადასხვა ზომა, ფორმა ან ერთმანეთთან მიმართებაში სხვადასხვა მდებარეობის დონე ჰქონდეთ და ჰარმონიის მსგავსი დარღვევა ფაქტობრივად ყველგან გვხვდება. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ სახის ზოგიერთი ასიმეტრია სასურველიც კია: ხშირ შემთხვევაში სწორედ რომ არასრულყოფილება ნორმალურობის ნიშანია.
რა მიზეზები შეიძლება იმალებოდეს თვალის ასიმეტრიის მიღმა. მეცნიერები გენეტიკით დაწყებული და ინსულტით დამთავრებული რიგ სხვადასხვა მდგომარეობას გამოყოფენ, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Medical Insider გვიზიარებს.
გენეტიკა. ადამიანმა თვალის ასიმეტრია შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოს, როგორც გვარის დამახასიათებელი ნიშანი, და ეს შფოთვის მიზეზს არ წარმოადგენს.
სიბერე. ასაკის მატებასთან ერთად სახის რბილი ქსოვილები მოქნილობას კარგავენ და იწელებიან. ხრტილები (მაგალითად, ცხვირში) ზრდას აგრძელებენ, ხოლო ძვლები, პირიქით, არ იზრდებიან. შედეგად, ამან შეიძლება სახის ასიმეტრია გამოიწვიოს.
ცხოვრების წესი. მოწევა, სახის ერთ მხარეზე წოლა, მზეზე დიდხანს ყოფნა – ეს გარემოება თვალის ირგვლივ კანის ხარისხის ცვლილებას იწვევს და ასიმეტრიის განვითარებას ხელს უწყობს.
ბელის დამბლა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ადამიანს მოულოდნელი დროებითი სახის დამბლა აწუხებს, რომლის დროსაც სახის ერთი ნაწილის ძლიერი ჩამოწელვა ხდება. სავარაუდოდ, ბელის დამბლას ტრავმა, ნერვული დაზიანება და ვირუსული ინფექციების გართულება იწვევს.
ტრავმა. ტრავმის შედეგად სახეზე შეიძლება ენოფტალმი, თვალის აღრევა გამოიწვიოს. ადამიანი ისე გამოიყურება, თითქოსდა თვალი ჩაუვარდა.
სინუსის დაავადება. ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ქრონიკული ჰაიმორიტი, ზედა სასუნთქი სინუსის სიმსივნე, მუნჯი სინუსის სინდრომი, შეიძლება მოხდეს ცვლილებები, რომლებიც თვალზე გავლენას ახდენენ. ამ მდგომარეობამ შეიძლება თვალის ასიმეტრია გამოიწვიოს.
ჰიპერთირეოზი. ამ დარღვევის დროს ფარისებრი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობა, ამასთან დაკავშირებით კი გრეივსის დაავადება ვლინდება. ამ დაავადების დროს ადამიანს შეიძლება პროპტოზი (თვალის ამოზნექვა) აღენიშნოს. ზოგჯერ პროპტოზი ინტენსიურად მხოლოდ ერთ თვალში ვითარდება, ამ შემთხვევაში ასიმეტრიის ეფექტი იქმნება.
ინსულტი. ტვინის მუშაობის ეს საშიში დარღვევა შეიძლება სისხლის ნაკადის შემცირებამ გამოიწვიოს. ამ დროს ადამიანში სახის მოულოდნელი ასიმეტრია ვითარდება, რომელიც თვალზეც გავლენას ახდენს.