ონკოლოგმა დაასახელა თავისა და ყელის კიბოს სიმპტომები, რომლებსაც ადამიანები ყურადღებას ხშირად არ აქცევენ

5887
photo by jennycepeda on Pixabay

“ხანდახან, ჩნდება სიმკვრივე და კოპები, რომლებზეც ადამიანები წლების მანძილზე არ ამახვილებენ ყურადღებას.” – ამბობს გამოცდილი ონკოლოგი, ყელისა და თავის კიბოს სიმპტომების შესახებ.

მოსკოვის კლინიკური სამეცნიერო ცენტრის თავისა და ყელის სიმსივნის დანაყოფის წამყვანი ექიმი, ლილია იაკოვლევა, ერთ-ერთ რადიოსადგურთან პირდაპირ ეთერში საუბრისას, აღნიშნავს, რომ კიბოს წარმატებული მკურნალობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე: იგი პაციენტთა 84%-ში რემისიის მიღწევის საშუალებას იძლევა.

ონკოლოგმა დაასახელა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება თავისა და ყელის არეში კიბოს განვითარებაზე მეტყველებდეს.

ამ სიმპტომებს, სპეციალისტის თქმით, ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ, უსაფრთხოდ მიაჩნიათ. მათ სიაშია:

  • გამაგრებები და კოპები;
  • ტკივილის უეცარი შეტევები;
  • უჩვეულო გამონადენი პირის ღრუში;
  • დისკომფორტი ყლაპვისას;
  • ახალი პიგმენტური ლაქები;
  • მწვავე ოტიტი, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად ჯანმრთელი მდგომარეობის ფონზე ჩნდება;
  • კბილების მოძრაობა.

აღნიშნული სიმპტომების გაჩენის დროს, აუცილებლად უნდა ეჩვენოთ ექიმს და გამოიკვლიოთ საყლაპავი მილი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს