თუ პირის ღრუს სიმშრალე საკმარისი რაოდენობით წყლის მიღების შემთხვევაშიც კი იგრძნობა, ეს შეიძლება ისეთი საშიში დაავადებების სიმპტომი იყოს, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი და თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია), ასევე, სხვა დარღვევებიც.
პირის ღრუს გახშირებული სიმშრალე – სერიოზული მიზეზია ჯანმრთელობის შესამოწმებლად. გარდა წყურვილისა, პირის სიმშრალე, ასევე, შეიძლება სერიოზულ დაავადებებზეც მიუთითებდეს.
კერძოდ, პირის ღრუს გამოშრობის შეგრძნება დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის მომატებულ დონესთან, რაც, თავის მხრივ, შეიძლება განპირობებული იყოს პედიაბეტითა და დიაბეტით.
გარდა ამისა, პირის ღრუს სიმშრალე შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის, კერძოდ, თირეოტოქსიკოზის ნიშანი, რაც თირეოდული ჰორმონების ჭარბად გამოყოფის დროს ხდება. აღნიშნული დარღვევის სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს ხელის თითების წვრილი კანკალი, მეტისმეტი სიგამხდრე, გახშირებული გულისცემა. თუ აღნიშნული ნიშნები გაქვთ, აუცილებლად ჩააბარეთ ანალიზები T3-ზე, T4-სა და TTH-ზე.
ნერვული სისტემის ვეგეტატიური დარღვევა – კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია პირის ღრუს გამოშრობისა. აღნიშნული დარღვევის დროს, ადამიანი სხვადასხვა უსიამოვნო მდგომარეობას განიცდის: გულის, თავის და სხვა ტკივილებს, ქოშინს, მაღალ ან დაბალ წნევას, ჩახუთული ოთახების აუტანლობას, მეტეომგრძნობელობას, ასევე, შეიძლება თავი იჩინოს პანიკურმა შეტევებმა და დეპრესიამ.
პირის ღრუს გამოშრობის სხვა შესაძლო ფაქტორია ავტოიმუნური დაავადებების განვითარება. ეს შეიძლება იყოს რევმატოიდული ართრიტი, მჭამელა ან სხვა დარღვევები, რომელთა დროსაც, იმუნიტეტი საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს უტევს.
პირის ღრუს ქრონიკული დაავადებები, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები და სტრესიც შეიძლება იყოს პირის ღრუს გამოშრობის მიზეზი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!