სხეულის მარცხენა ნაწილში, მკერდის არეში ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს გულის შეტევაზე ან სხვა დაავადებებზე, როგორებიცაა ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ან გულის გარშემო არსებული ლორწოვანი გარსის ანთება. ასეთი ტკივილების მიზეზებში დღეს ჩვენი რედაქცია გაგარკვევთ.
ტკივილი გულის არეში და გულის შეტევა
ასეთი ტკივილი ყოველთვის არაა გულის შეტევის ნიშანი. არსებობს სამი თავისებურება, რომლებიც მიგახვედრებთ, რომ იგი გულის შეტევაზე არ მიუთითებს.
- ტკივილის წყაროს კონკრეტული ადგილმდებარეობა: თუ ტკივილი შეიგრძნობა, როგორც გამომავალი ერთი კონკრეტული ადგილიდან, ეს, დიდი ალბათობით, ინფარქტი არაა.
- ტკივილის გაძლიერება: მკერდის არეში გაჩენილი ტკივილი, დაკავშირებული გულის შეტევასთან, სუნთქვის დროს არ ძლიერდება.
- ტკივილის გადაადგილება: გულის შეტევის შემთხვევაში, მკერდის არეში ტკივილი შეიძლება შეიგრძნოთ ბეჭებს შორის, გადადიოდეს ხელებსა და ყბებზე, თუმცა, იგი არ მოძრაობს სხეულის ერთი მხარიდან მეორისკენ.
ნიშნები, რომ ადამიანს გულის შეტევა შეიძლება ჰქონდეს, მოიცავს:
- მავიწროებელი ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, მკერდის ცენტრში იწყება და ვრცელდება მის გარეთ;
- თავბრუსხვევა;
- სისუსტე;
- გულისრევა;
- ტკივილი, რომელიც ხელებს, კისერს, ყბებს ან მხრებს გადაეცემა;
- არეული სუნთქვა;
- ოფლიანობა.
ქალები, მამაკაცებზე უფრო ხშირად, განიცდიან ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, დაღლილობა და ზურგის ან ყბების ტკივილი.
ტკივილი მკერდის არეში – სხვა მიზეზები
არსებობს მკერდის მსუბუქი ქსოვილების ან ძვლების მრავალი სახის ტრავმა, რომლებიც მარცხენა მხარეს ტკივილს იწვევს. გარდა ამისა, ასეთი ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს
კუჭ-ნაწლავის დაავადებებით
მჟაური რეფლუქსი და გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება ხშირად იწვევს ტკივილს მკერდის არეში, მარცხენა მხარეს. ეს დარღვევები დაკავშირებულია კუჭიდან მჟავის საყლაპავში ამოსვლასთან. აღნიშნული პროცესის სხვა სიმპტომებია
- წვა მკერდის არეში;
- ყლაპვის გართულება;
- მჟავის გემო პირში.
საყლაპავის გახეთქვა
ასეთი ტრავმა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს: საყლაპავის გახეთქვის დროს, პირის ღრუდან სასმელი ან საკვები პირდაპირ გულის არეში ხვდება და გროვდება ფილტვების გარშემო.
საყლაპავის გახეთქვის სიმპტომები მოიცავს:
- გახშირებულ სუნთქვას;
- მკერდის ტკივილს;
- ციებ-ცხელება;
- გულისრევა;
- ღებინება (შესაძლოა, სისხლიანი).
პერიკარდიტი
ესაა დაავადება, რომელიც პერიკარდში, გულის შემაერთებელ ქსოვილში ანთების წარმოქმნის შედეგად ჩნდება. ასეთ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება მკერდში მარცხენა მხარეს განიცადოს ტკივილები.
გარდა ამისა, მისი სიმპტომებია:
- ხველა;
- დაღლილობა;
- გახშირებული გულისცემა;
- ფეხების შეშუპება;
- მწვავე ტკივილი მკერდის არეში, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩასუნთქვისას ძლიერდება;
- არეული სუნთქვა.
პლევრიტი
აღნიშნული დაავადების დროს, ანთება ჩნდება ფილტვების გარშემო. ეს შეიძლება იწვევდეს ტკივილებს მკერდის არეში, განსაკუთრებით, სუნთქვის დროს. პლევრიტის სხვა სიმპტომები მოიცავს
- მშრალ ხველას;
- არეულ სუნთქვას;
- ტკივილებს მხრებში.
პნევმოტორაქსი
ესაა ფილტვების კოლაფსი, რომელიც დამოუკიდებლად ხდება, პლევრალურ ღრუში გარემოდან ჰაერის შეღწევის შედეგად, ფილტვის ზედაპირის მთლიანობის დარღვევის გამო. საშიში მდგომარეობის განსაზღვრაში შემდეგი სიმპტომები დაგეხმარებათ:
- სწრაფი დაღლილობა ფიზიკური დატვირთვების დროს;
- სუნთქვა, რომელიც მტკივნეულია ღრმა ჩასუნთქვის ან ხველის დროს;
- გახშირებული გულისცემა;
- არეული სუნთქვა;
- უეცარი მწვავე ტკივილი მკერდის არეში;
- მკერდის შევიწროება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!