ამერიკელი ექიმი სკოტ ჰუბერი გვიყვება მუცლის შებერილობის გავრცელებული მიზეზებისა და ამ უსიამოვნო სიმპტომის მოშორების საშუალებების შესახებ.
რძე
-“როცა ვხედავ პაციენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ თავს შებერილად გრძნობენ, პირველი, რასაც ვაკეთებ, ვითხოვ იმის სიას, რასაც მიირთმევენ ყოველდღიურად.” – ამბობს ჰუბერი, მედიცინის დოქტორი, გასტროენტეროლოგი სამედიცინო ცენტრ Mercy-ში, ბალტიმორში. – “ლაქტოზის აუტანლობა ყველაზე გავრცელებული კვებითი აუტანლობაა – როცა თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ფერმენტ ლაქტაზას, იგი ვერ ინელებს რძის შაქარს, რაც მუცლის შებერილობასა და დიარეას იწვევს.”
როგორ ვიგრძნოთ შვება: მცენარეული რძის, მაწვნისა და ნაყინის ფართო ასორტიმენტის დამსახურებით, ადამიანებს შეუძლიათ “რძემჟავის” პროდუქტის გემოთი ტკბობა რძის მირთმევის გარეშე.
ძალიან სწრაფად ჭამა
სიჩქარე, რომლითაც საკვებს მოიხმართ, შეიძლება იწვევდეს მუცლის შებერილობას – რაც უფრო სწრაფად ჭამთ, მით უფრო მეტ ჰაერს ყლაპავთ და მუცლის მიმართულებით უშვებთ.
როგორ ვიგრძნოთ შვება: “საკვების ნელი მიღება კარგი იდეაა ყველა ჩვენგანისთვის.” – ამბობს ჰუბერი.
საღეჭი რეზინი
-“მე ყოველთვის ვეკითხები პაციენტებს, ღეჭავენ თუ არა რეზინს. რადგან ყოველ ჯერზე, როცა ნერწყვს ყლაპავთ, ყლაპავთ ჰაერსაც, რაც მუცლის შებერილობას იწვევს.” – ამ პროდუქტის ბევრი სახეობა შეიცავს დამატკბობლებს, რომლებსაც მუცლის შებერილობის გამოწვევა შეუძლია.
როგორ ვიგრძნოთ შვება: თუ საღეჭ რეზინს სუნის ჩასაცხრობად იყენებთ, გადადით სავლებ სითხეზე ან სპრეიზე.
დიდი რაოდენობით გაზიანი სასმელი
თუ გაზიან სასმლებს მოიხმართ, იქნება ეს მინერალური წყალი, უბრალოდ გაზიანი წყალი, შამპანური თუ ლუდი – ბოკალში არსებული გაზი თქვენს მუცელშიც გაზად იქცევა. ყველაფერი, რასაც არ აბოყინებთ, ხვდება ნაწლავებში.
როგორ ვიგრძნოთ შვება: გადადით გემრიელ სასმელებზე, რომლებსაც გაზირება არ სჭირდება – ხილის ჩაი ყინულით, ლიმონათი ან წითელი ღვინო.