თქვენი კუჭი ღრიალებს, მუდმივად საპირფარეშოში გიხდებათ სირბილი, გრძნობთ სისუსტეს: თუ ნაწლავები ამბოხდნენ, ეს ძალიან უსიამოვნო რამაა. გერმანელი მეცნიერი გვიხსნის, თუ როდის გადადის საჭმლის მონელება “ტურბო”-რეჟიმზე, და როდის შეიძლება იყოს დიარეა სერიოზული დაავადების სიმპტომი.
დიარეის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანული – ვირუსები და ბაქტერიები, მოხვედრილი დაბინძურებული საკვებიდან. ისინი ქმნიან ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც უტევს ნაწლავების ლორწოვან გარსს. ჩვეულებრივ, დიარეა 1-3 დღეში ქრება და არ ტოვებს შედეგებს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა დიარეას სერიოზული დაავადებები იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ, რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უკეთესი.
როდის მივმართოთ ექიმს დიარეის დროს
დიარეა არაა უვნებელი, თუ ჩნდება ტემპერატურა და საერთო შეუძლოობა, ასევე, თუ აღარ შეგიძლიათ ჭამა და სმა, ან თუ დიარეა 1 კვირაზე მეტხანს გრძელდება.
-“მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გამორიცხოთ სერიოზული დაავადებები, მათ შორის, მსხვილი ნაწლავის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და სხვ.” – გვირჩევს ვოლფგანგ კრუისი, კელნის ევანგელისტური საავადმყოფოს შიდა მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი.
თუ დიარეა, კუნთების კუმშვა და მეტაბოლიზმი დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება და ენაცვლება ყაბზობას, ეს მიუთითებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე. დიარეის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნაწლავის ანთებით დაავადებასაც – კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს. ნორმალური ბალანსის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის მიზეზით, ასევე შეიძლება იყოს დიარეის მიზეზი.
სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა გამოც ექიმს უნდა მიმართოთ, მოიცავს: მაღალი ტემპერატურა, ღებინება, ძლიერი ტკივილები, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები ან სისხლი განავალში. მოხუცებს ან განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, დიარეის დროს, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ შესაფერისი გამოკვლევები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!