მეცნიერები: კურკუმა კიბოს უჯრედების განადგურებაში გვეხმარება.

0
786
photo by MOs810 on wikipedia.org

კურკუმინის – კურკუმას პიგმენტის – ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები მას იდეალურ პროდუქტად აქცევს, კიბოს უჯრედების ზრდის შესაფერხებლად. როგორც Daily Mail ეს დასკვნა გამოაქვეყნეს ტემპლის (ფილადელფია, აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, კურკუმა გვეხმარება სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლასა და მათ განადგურებაში, თავისი უნარის წყალობით, ხელი შეუშალოს წარმონაქმნებთან საკვები ნივთიერებების მიტანას. თავიანთი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გააანალიზეს სამეცნიერო ნაშრომები კურკუმინის თვისებების შესახებ, რომლებიც 1924 წელს გამოქვეყნდა. მკვლევარებმა სულ 12 595 მოხსენება შეაგროვეს, რომელთაგანაც გამოჰყეს 4 738 დოკუმენტირებული მტკიცებულება, რომლებშიც განიხილებოდა კურკუმინის გავლენა კიბოზე.

შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კურკუმინი, ლაბორატორიულ პირობებში, აფერხებდა კიბოს 8 ტიპის ზრდას.

-“შედეგებმა აჩვენა, რომ კურკუმინი ეფექტურია სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, სისხლის, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაწლავების, ძვლის ტვინისა და პროსტატის კიბოს მკურნალობისას.” – გვაცნობებენ კვლევის ავტორები.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ახალი, ეფექტური მეთოდების პოვნა დღედე მწვავე პრობლემაა მედიცინისთვის. ამასთან, ბუნებრივ ნაერთებს დიდი რაოდენობით აქტიური მოლეკულა აქვთ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალი დაავადების მათ შორის, კიბოს სამკურნალოდ. მეცნიერების რწმუნებით, ერთ-ერთი ასეთი ნაერთი სწორედ კურკუმინია.

-“კურკუმინი ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო შესაძლებლობას, რამენადაც გავლენას ახდენს სხვადასხვა უჯრედულ სასიგნალო გზაზე, მათ შორის, ზრდის ფაქტორებზე. დღეისათვის არ არსებობს იმის მკაფიო მტკიცებულება, რომ კურკუმას ან კურკუმინს შეუძლია კიბოს პროფილაქტიკა ან მკურნალობა. თუმცა ეს, დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ იგი არასდროს გამოუცდიათ მასშტაბური კვლევებით ადამიანებზე, რაც აუცილებელია ყველა წამლისთვის. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ კურკუმინს შეუძლია კიბოს უჯრედების განადგურება და სიმსივნის ზრდის შეფერხება, კერძოდ, სარძევე ჯირკვლის, ნაწლავის, კუჭისა და კანის კიბოს დროს. ამავდროულად, საჭიროა მეტი კვლევა და მონაცემი ამასთან დაკავშირებით.” – განავრცეს ამერიკელი მეცნიერების მონაცემები ბრიტანელმა მეცნიერებმა Cancer Research UK-დან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი