მცენარის შესახებ ლეგენდის თანახმად, არალიის მარწუხები, რომლებიც დრაკონის კბილებს ჰგავს, რეალურად, დრაკონის კბილებია, რომელმაც თავისი ნაწილი მაშინ დატოვა, როცა ხის ღეროს გაღრღნას ცდილობდა.
მანჯურული არალია
ხალხური სახელწოდებაა ეშმაკის ხე. არალიის ფესვები, მერქანი და ფოთლები – ეს ყველაფერი მაღალხარისხიანი სამკურნალო ნედლეულია.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ მცენარის კვირტებს, ნაყოფსა და ფესვების ქერქს. ფესვები გამოიყენება მატონიზებელი სასმელების მოსამზადებლად. ახალგაზრდა ფოთლებს საკვებად იყენებენ მოხარშული ან შემწვარი სახით.
არალიის ფესვებში, განსაკუთრებით, ფესვების ქერქში, შედის ტრიტერპენული საპონინები (A, B, C არალოზიდები), მათ გარდა, ფესვები შეიცავს ალკალოიდ არალინს, კარდენოლიდებს, ფლავონოიდებს, ანტოციანებს, სახამებელს, გუმფისურ ნივთიერებებსა და ტანინებს, ეთერზეთებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, C, B1 ვიტამინებსა და ქოლინს.
ტოტები და ფოთლები შეიცავს ნახშირწყლებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ტრიტერპენოიდებს, ორგანულ მჟავებსა და ანტოციანებს. თავისი სამკურნალო მოქმედებით, არალია ჟენშენს უახლოვდება.
ქერქის, ფოთლებისა და ფესვების შემცველობის წყალობით, მანჯურული არალია მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს, ადაპტოგენებს.
არალიის ნაყენი მატონიზებელი საშუალებაა, რომელიც არეგულირებს ცნს-ს ფუნქციას. მისი მოქმედება ეფექტურობით აღემატება ჟენშენისა და ელეუტეროკოკის თვისებებს.
რეკომენდებულია მისი გამოყენება შიზოფრენიისა და ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სკლეროზის დროს. ნაყენის მიღება აუმჯობესებს ძილსა და მაზდას.
მაჯურული არალია გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის საწყისი სტადიის სამკურნალოდ.
არალიის ფესვების ნაყენი
2 ს.კ. ხმელ ფესვებს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი და დააყენეთ 2 კვირით და გადაწურეთ. მზა ნაყენი უნდა იყოს ქარვისფერი, თავისებური სუნითა და სასიამოვნო გემოთი.
ნაყენს იღებენ ჭამის დროს, 30-40 წვეთს, დღეში 2-3-ჯერ. იმკურნალეთ 1 თვის განმავლობაში, შეისვენეთ ორი კვირით.
მომატებული არტერიული წნევის დროს, დოზა შეამცირეთ 10 წვეთამდე.
არალიას ფესვის ნახარში
2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ თავდახურულ ემალის ქვაბში, ორთქლის აბაზანაზე, 30 წუთით. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გადაწურეთ, დაჭყლიტეთ და დაასხით მდუღარე წყალი საწყის მოცულობამდე. ნახარში მაცივარში არაუმეტეს 3 დღით ინახება. მიიღეთ 1 ს.კ. მასა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
ნახარშის მიღება რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ენურეზის, გრიპის, გაციების დროს.
მკურნალობის კურსი 15-20 დღეს მოიცავს.
არალიას ფესვებისა და ფოთლების ნახარში
2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ თავდახურულ ემალის ქვაბში 30 წუთით და გააგრილეთ 10-15 წუთით.
შემდეგ გადაწურეთ, დაწურეთ და მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე ადუღებული წყლის დამატებით. ნახარში გამოიყენება თბილი სახით, პირის ღრუს სავლებად, კბილის ტკივილისა და ანთებითი დაავადებების დროს.
გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმლების დაავადებების დროს. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა უნდა გაგრძელდეს.
უკუჩვენებები
არალიას პრეპარატების მიღება არ შეიძლება მომატებული ნერვული აგზნების, უძილობისა და ჰიპერტონიის დროს.