8 წესი სახის მასაჟისთვის, რაც ნაოჭების გაჩენას აფერხებს

300

სახის მასაჟის უგულებელყოფა არ ღირს – ის ისევე აუცილებელია, როგორც სხეულის ფიტნესი. ყოველ საღამოს საკუთარ თავს რამდენიმე წუთი დაუთმეთ და კანი მადლიერი იქნება. ამ მეთოდით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ელასტიკურობა იზრდება, ანუ ნაოჭების გაჩენა შეფერხდება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი!

თვითმასაჟის მთავარი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს – ყოველთვის ცენტრიდან პერიფერიისკენ იმოძრავეთ. ხელები სპეციალური ხსნარით აუცილებლად გაიწმინდეთ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ნაბიჯი № 1: გაწმენდა

მასაჟის დაწყებამდე, კანი გაიწმინდეთ: რბილი ქაფით დაიბანეთ, შემდეგ მიცერალური წყლით ან ტონიკით გაიწმინდეთ, რომ მაკიაჟის ნარჩენები მოიშოროთ.

ნაბიჯი № 2: დატენიანება

კანის კარგად გაწმენდის შემდეგ, დატენიანებას შეუდექით: სახეზე ნებისმიერი კრემი მსუბუქი ტყაპუნის მოძრაობით წაისვით. არ იძუნწოთ – მასაჟისთვის აუცილებელია, რომ კანი „სრიალა“ იყოს. ასე რომ, ჩვეულებრივზე უფრო მეტი კრემი დაგჭირდებათ.

ნაბიჯი № 3: შუბლი

თვითმასაჟი სწორედ შუბლიდან იწყება. მარჯვენა ხელით შუბლის მარჯვენა ნაწილს, შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ ხელი გადაუსვით. ამავდროულად, იგივე პროცედურა მარცხენა ხელით შუბლის მარცხენა ნაწილზე გააკეთეთ. პირველ 3-4-ჯერ მოძრაობა ნაზად შეასრულეთ, შემდეგ ქსოვილების გასახურებლად უფრო ინტენსიურ ხელის დასმაზე გადადით.

შუბლზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაოჭების არსებობისას, ნაოჭების მდებარეობის პერპენდიკულარული მიმართულების კანის მასაჟი დაიწყეთ.

ნაბიჯი № 4: წარბები

ორივე ხელის ცერა, საჩვენებელი და შუა თითებით წრე გააკეთეთ და ცხვირიდან საფეთქლებისკენ ხელის დასმა დაიწყეთ.

ნაბიჯი № 5: თვალები

თვალის ირგვლივ წასასმელი კრემი გამოიყენეთ – ტყაპუნი მოძრაობით წაისვით – ჯერ ზედა ქუთუთოზე, შემდეგ ქვეთაზე.

ნაბიჯი № 6: ლოყები

ლოყის კანი თითის ბალიშებით ცენტრიდან პერიფერიებისკენ მოძრაობით გაახურეთ – ცხვირიდან დაიწყეთ და ყურებთან დაასრულეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კანის ძლიერ დაჭიმვა არ შეიძლება, მაგრამ ეს მასაჟური მოძრაობა, საკმაოდ ინტენსიური უნდა იყოს. ასეთი მასაჟი მიკრო მიმოქცევას სტიმულირებს, კანის აღდგენას და ჟანგბადით გაჯერებას ხელს უწყობს, ლიმფურ სადრენაჟო მოქმედებას ააქტიურებს, რაც ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.

ნაბიჯი № 7: ცხვირ-ტუჩის ნაკეცი

მასაჟი ცხვირის ერთი მხარიდან დაიწყეთ და შეუჩერებლივ ნაკეცზე ერთი თითით იმოძრავეთ. მოძრაობა ნაკეციდან 2-3 სმ-ს დაშორებამდე, თითქმის ნიკაპათან დაასრულეთ. ამავდროულად, მსგავსი მოძრაობა სახის მეორე მხარესაც შეასრულეთ. მასაჟი 10-15-ჯერ გაიმეორეთ.

ნაბიჯი № 8: ნიკაპი

ნიკაპის მასაჟი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ხაზი თქვენი სახის ოვალს განსაზღვრავს. ორივე ხელით ნიკაპის ცენტრიდან  ყურებისკენ მოძრაობა დაიწყეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს