კუნელი – სამკურნალო საშუალება „მოხუცი“ გულისთვის

2372
photo by pxhere

აყვავებული კუნელი(ლათ. Crataégus) წარმოუდგენლად მშვენიერია, მისი სურნელი თავბრუს დაგახვევთ. მის აურაში რამდენიმე წუთით გაჩერებისას ადამიანი თავს ჯანსაღად, ენერგიულად და მხნედ გრძნობს. ეს სასწაული არა, არამედ რეალობა, რადგან კუნელის ეთერზეთი ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ზოგადად, კუნელის ყვავილი თითქმის 50 ბიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რითაც ადამიანზე მისი მრავალმხრივი მოქმედება აიხსნება.

კუნელის მთავარი უპირატესობა: ის კურნავს გულს, სიცოცხლის ძლიერ ძრავას. ის დღეში დაახლოებით 100 ათასჯერ, 100 ათას კილომეტრზე სისხლს ტუმბავს, ასეთია ადამიანის სხეულის სისხლძარღვების სიგრძე. მიუხედავად ამისა, მას აბერებს არა მუშაობა, არამედ სტრესი, შიშის შეტევები, მუდმივი გაღიზიანება, უკმაყოფილება და შური. მას ამ გადაჭარბებულ ნერვულ აღგზნებასთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირს. სწორედ ამიტომ, სანდო მეგობრის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.

ასეთი მეგობარია კუნელი, რომლის სახელი Crataequs ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „ძლიერი“. ბიოფლავონოიდების, ტრიტერპენის ნაერთების და ბეტა-სიტოსტერინის (სისხლს ჭარბი ქოლესტერინისგან წმენდს) წყალობით გულის (ასევე ტვინის) სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ხოლო გულის კუნთები თითქოს ახალგაზრდავდება და ენერგიით ივსება, სტენოკარდიის დროს გულისცემის სიხშირე მცირდება და გადაჭარბებული აღელვება ქრება.

ცნობილი გერმანელი ფიტოთერაპევტი გ.მადაუსი ტყუილად არ წერდა: „კუნელი შესანიშნავი საშუალებაა, ალბათ ყველაზე სწორი საშუალება გულის კუნთების სისუსტის და სიბერის დროს“. უფრო ადრე მე-7 საუკუნეში, საფრანგეთის მეფის ჰენრი IV-ს ექიმი მისგან „სიცოცხლის სიროფს“ ამზადებდა. კუნელს გერმანიაში დღემდე აფასებენ, როგორც ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ სამკურნალო საშუალებას.

თუ კუნელი ანტიქოლესტერინულ მოქმედებას ფლობს, სისხლძარღვებს წმენდს და ასუფთავებს, შეიძლება ითქვას, რომ ის ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს, რაც ჩვენი დროის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, კუნელი არტერიულ წნევას ამცირებს და თავის ტკივილს აქრობს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ქოლესტერინის დაგროვება სიმსივნის უჯრედების კვებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი ნიადაგია. სწორედ ამიტომ, კუნელზე დამზადებული პრეპარატები სიმსივნის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია. სისხლძარღვების სპაზმის დროს კუნელის საშუალება სისხლძარღვებს აფართოებს და მას აღმოფხვრის.

ცნობილი ფიტოთერაპევტი ი.ჩეკმანი აღნიშნავს, რომ „კუნელის ყვავილის ნაყენის გამოყენება… ნაყოფის ნაყენის გამოყენებაზე უფრო ეფექტურია“. მისი თქმით, ყვავილის ნაყენი ნერვულ დაძაბულობას ამცირებს და მენოპაუზის პერიოდში ნერვოზის დროს სასარგებლოა. ის ღრმა, მშვიდ და ხანგრძლივ ძილს უზრუნველყოფს. კუნელის მნიშვნელოვანი სამკურნალო თვისებაა, ფარისებრი ჯირკვლების ჰიპერფუნქციის შემცირება. ამით კუნელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას და მათ თანხმლებ პათოლოგიებს კურნავს.

ეფექტური რეცეპტები

კუნელის ფოთლების და ყვავილების ნახარშს არითმიის დროს იღებენ: 1 ს/კ ნედლ მასალას 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თბილ ადგილას 3 საათით დააყენეთ. 1 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 2-3 კვირა დალიეთ.

ცნობილი ბალახების მცოდნე მ.ა.ნოსალი კუნელის ყვავილების გამოყენების მარტივ მეთოდს გირჩევთ: 3 ს/კ ნედლ მასალას 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 45 წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ და ნედლი გაწურეთ. 1 ჭიქა ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გულის დაავადება, თავბრუსხვევა, გულის უკმარისობით გამოწვეული დახრჩობა, ვეგეტონევროზი, კლიმაქსის საწყისი ეტაპი.

ნერვული აშლილობის, გულის სისუსტის და დახრჩობის, თავბრუსხვევის დროს 15-15 გრ კუნელის ყვავილი, შავბალახას ბალახი, ჭაობის ბერულას ბალახი, 5 გრ გვირილას ყვავილი აიღეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 8 საათით დააყენეთ. გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ დალიეთ.

ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალების სახით 1 ს/კ ნარევს (კუნელის, ცაცხვის, შავი ანწლის, სამკურნალო გვირილას ყვავილები თანაბარი პროპორციით აღებული) 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 2 ს/კ ნაყენი დღეში 5-6-ჯერ დალიეთ.

ჰიპერტონიის დროს 4 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს (კუნელის ყვავილი, შავბალახას ბალახი, ჭაობის ბერულას ბალახი, თეთრი ფითრის ტოტები თანაბრად აღებული) 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 8 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ დალიეთ.

1 ს/კ ნარევს (10 გრ კუნელის ყვავილი, 20 გრ შავბალახას ბალახი, 20 გრ ტყის ჩიტისთვალა, 25 გრ ძაღლმაყვალას ფოთლები, 15 გრ ჭაობის ბერულას ბალახი) 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. 1 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. ჩვენება: გაღიზიანება, ისტერიული შეტევები, მენოპაუზა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს