უნიკალური ფიტომალამოები დაგეხმარებათ მრავალი დაავადების მკურნალობაში

0
477
ფოტო: pxhere

ბუნებრივი კომპონენტების გასაოცარი თვისებები

ხალხური და არატრადიციული მედიცინის დოქტორის, ფიტოთერაპევტ ლუბოვ სალიის არსენალში ასობით (!) სამკურნალო მცენარე და მათგან დამზადებული პრეპარატია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მალამოებს. მათ ამზადებენ ბალახეულით მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით.

მალამოები მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება – ძლიერმოქმედი სამკურნალო მცენარეების ნახადების, მეფუტკრეობის პროდუქტების და სხვ.

კარგად შერჩეული შემადგენლობა ამ პრეპარატებს მართლაც უნიკალურ თვისებებს ჩუქნის. მალამოებს მკვეთრი ბაქტერიციდული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული და ანტიფუნგალური თვისებები აქვს. გარდა ამისა, გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიალერგიული და მარეგენერირებელი მოქმედება აქვს.

გთავაზობთ ფიტომალამოების რამდენიმე რეცეპტს. რომლებსაც საშინაო პირობებში მოამზადებთ.

უნივერსალური ბალზამი

ცალკეულ ჭურჭლებში, ორთქლის აბაზანაზე დადგით ცხვრის ქონი, გუმფისი და ფუტკრის ცვილი, თხევადი მასის წარმოქმნამდე. ერთ ჭურჭელში ჩაასხით 0.5 ჭიქა თითოეული კომპონენტი, დაუმატეთ 2 ს.კ. სპირტი, 2 ს.კ. არყის ფისი და 1 ს.კ. ალუმოკალიუმის ნამწვი. მოურიეთ ერთგვაროვან მასამდე.

ასეთ ბალზამს იყენებენ ნაწიბურების, სველი ეკზემის, ტროფიკული წყლულების, სირსველისა და სხვ. სამკურნალოდ. ანალოგიური მოქმედება აქვს კიდევ ერთ მალამოს:

აიღეთ 50 გ ვაზელინი, ლანოლინი, გუმფისი, პროპოლისი, ცვილი და დიასახლისის საპონი. აადუღეთ მასა ორთქლის აბაზანაზე, ერთგვაროვან მასამდე. გააგრილეთ და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

მალამო აჩქარებს გამოჯანმრთელებას

ფიტოპრეპარატებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მრავალკომპონენტიანი უნიკალური მალამო. იგი შესანიშნავად მოქმედებს ძველი და ცუდად შეხორცებადი ჭრილობების შესახორცებლად, ქვედა კიდურების თითების ან მისი ნაწილის ამპუტაციის შემდეგ (განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტის დროს). და, თუ ტრადიციული მკურნალობა ასეთ შენთხვევებში 4-5 თვე გრძელდება, მალამოს გამოყენებისას, იგი 2-3-ჯერ მცირდება! ესეც კონკრეტული მაგალითები.

ამ წლის დასაწყისში, ლუბოვ სალიის დასახმარებლად მიმართა თანაქალაქელმა, რომლის დედასაც ქვედა კიდური მუხლს ზემოთ მოჰკვეთეს. სამწუხაროდ, მანამდე გამოყენებული მკურნალობა დადებით შედეგს ვერ იძლეოდა: ჭრილობა სითხეს გამოყოფდა და არ ხორცდებოდა. ამასთან, თერაპიას ართულებდა შაქრიანი დიაბეტიც. უნიკალური, მრავალკომპონენტიანი მალამოს გამოყენების შედეგმა კი დიდხანს არ დააყოვნა – მალე ჭრილობა მთლიანად შეიკრა. მკურნალმა ექიმმაც კი ვერ დამალა გაოცება, როცა ასეთი სწრაფი შედეგი იხილა.

ასევე, ამ მალამოს ღირსეულად აფასებენ ისინიც, ვისაც თვეების მანძილზე არ უხორცდება ტროფიკული წყლულები. მაგალითად, 82 წლის ბელოპოლელმა ქალბატონმა უამრავი საშუალება სცადა ორივე ფეხზე გაჩენილი ტროფიკული წყლულების მოსაშორებლად, თუმცა ყველაფერი ამაოდ. ჭრილობები არამხოლოდ არ ხორცდებოდა და ჩირქდებოდა, არამედ იზრდებოდა კიდევაც. რთულია იმის წარმოდგენა, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი, რომ არა მოხუცის ერთი კეთილი ნაცნობი, რომელმაც მას სალიისთან მისვლა ურჩია. მრავალკომპონენტიანი მალამოთი გაჟღენთილი ხელსახოცების ყოველდღიური გადახვევის შემდეგ, წყლულები ჯერ გაიწმინდა, ხოლო შემდეგ მთლიანად შეხორცდა.

გინეკოლოგიური პრობლემები და ჰერპესი

ეს მრავალკომპონენტიანი უნიკალური მალამო წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მისი მკვეთრი ანთებისსაწინააღმდეგო და ჭრილობების შემხორცებელი მოქმედება 1-2 ათდღიანი კურსის შემდეგ გაგათავისუფლებთ საშვილოსნოს ყელის ეროზიისგან, თუ იგი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ასევე, ეს მალამო უამრავ ქალს დაეხმარა სხვადასხვა ანთებისა (ვაგინოზი, ვაგინიტი) და კანდიდოზის განკურნებაში.

სხვათა შორის, ფიტომალამო არანაკლებ წარმატებით გამოიყენება ზოგიერთი უროლოგიური დაავადების, დამწვრობისა და ჰაიმორიტის დროსაც კი. პრაქტიკის მიხედვით, მრავალკომპონენტიანი მალამო შეუცვლელია რთულად განკურნებადი ჰერპესული გამონაყარის სამკურნალოდ, კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა მონაკვეთზე.

ლუბოვ სალიის 43 წლის თანაქალაქელი უშედეგოდ მკურნალობდა გენიტალურ ჰერპესს. მალამოსა და ბალახების ორწლიანი გამოყენების შემდეგ, ქალი საბოლოოდ დაემშვიდობა დაავადებას.

მალამოს ხელსაყრელი ეფექტი აქვს ზრდასრულებსა და ბავშვებში სხვადასხვა წარმოშობის დერმატიტის სამკურნალოდაც. თუ უნივერსალური ფიტომალამოთი დღეში რამდენჯერმე დაიზელთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებს, ქავილი, შეშუპება და სიწითლე უკვალოდ გაქრება. სხვათა შორის, ამ მრავალკომპონენტიანმა მალამომ, რომელიც ნამდვილი მკურნალია, ლუბოვ სალიის სამკურნალო არსენალში სამუდამო ადგილი დაიკავა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი