ხალხში ამ მცენარეს ქრისტეს სისხლს ტყუილად არ უწოდებენ. ხალხური მედიცინა მას გარეგანად, კანის სხვადასხვა გამონაყარის, მეჭეჭის, სოკოსგან გასაწმენდად იყენებს. ქრისტესისხლა შლაკებისგან არამხოლოდ სისხლძარღვებს, არამედ ყველა უჯრედს წმენდს.
ღია ნარინჯისფერი წვენი მაღალი სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა. ეს წვენი იმდენად ძლიერია, რომ შინაგანად მიღებისას ორგანიზმის მოწამლვაც კი შეუძლია. არსებობს სამედიცინო გამოთქმა, რომ განსხვავება წამალსა და შხამს შორის, მათ დოზაში მდგომარეობს.
თითქმის ყველა ორგანული და მცენარეული შხამი გამოიყენება წამლის სახით: გველის, ფუტკრის შხამები და სხვ.
ვეცდებით, ქრისტესისხლას აქტიური სამკურნალო საწყისის შენარჩუნებასთან ერთად, მას ტოქსიკური ნივთიერებები მოვაშოროთ. შინაგანად მიღებისთვის გთავაზობთ ყველა მცენარის სამჯერადად გადამუშავებას.
1. გახმობა: ამ ეტაპზე მცენარის ტოქსიკური ალკალოიდები ჰაერში არსებული ჟანგბადით იჟანგება.
2. ფერმენტირება: ამ ეტაპზე, ქრისტესისხლასგან უნდა დაამზადოთ ბურახი, თხის რძის შრატზე. თუმცა, მისი მიღება მარტივი არაა, არადა ძროხის შრატს განსხვავებული თვისებები აქვს.
დამწნილების პროცესში ხდება ქრისტესისხლას მთავარი გადამუშავება და ფერმენტირება. სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 3 ჭიქა დაქუცმაცებული ხმელი მცენარე და დაასხით ცივი, გადადუღებული წყალი. დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და 1 ს.კ. ბაზრის არაჟანი (ცოცხალი რძემჟავური მიკრობები მცენარის ფერმენტაციას უწყობს ხელს). კარგად მოურიეთ და მარლადახურული ქილა დადგით ბნელ, თბილ ადგილას.
დადუღების პროცესი 3-4 დღე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ 1 ლ გაფილტრულ ბურახს მიიღებთ. დაუმატეთ ისევ ადუღებული წყალი და 2 ს.კ. შაქარი. დადუღება გაგრძელდება. ბურახი 2-3-ჯერ შეგიძლიათ შეავსოთ წყლით.
3. გაყინვა: ბურახი პლასტმასის ლიტრიანი ბოთლით ჩადეთ საყინულეში, სანამ სითხე სრულად არ გაიყინება. გაალღვეთ და კიდევ ერთხელ გაფილტრეთ – წამალი მზადაა.
მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 4-5-ჯერ. უმჯობესია, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ქრისტესისხლას ბალახის მიღება სასარგებლოა მძიმე, ქრონიკული ინფექციების (ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ასთმა და სხვ) დროს. იგი ეფექტურია მძიმე ავადმყოფების რეაბილიტაციის დროსაც, პნევმონიის, ოპერაციის, მძიმე ტრავმების, ქიმიოთერაპიის შემდეგ. ეს წამალი ხშირად უნდა მიიღოთ, თუმცა, ამავდროულად, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს.
ონკოდაავადებების დროს, ქრისტესისხლას ბურახი შეგიძლიათ დამხმარე, თუმცა არა დამოუკიდებელ საშუალებად მიიღოთ. კიბო – ვერაგი დაავადებაა. ექიმის დაკვირვება აუცილებელია!
ქრისტესისხლას შინაგანად მიღებასთან ერთად, კარგია მისი გარეგანი გამოყენებაც. ძველად, ხალხი ჭრილობებზე ქრისტესისხლას ფერფლს იყრიდა.
სუფთა, თეთრ ფურცელზე წურავენ ბალახის წვენს და აცდიან გაშრობას. ქაღალდი მთლიანად უნდა დაიწვას, ხოლო ფერფლი ჩაიყაროს მშრალ ბოთლში. ეს საშუალება გამოიყენება ტროფიკული წყლულების, სტრეპტოდერმიისა და ახალი ნაკაწრების სამკურნალოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტესისხლას ბურახი წმენდს არამხოლოდ ჩვენს ფიზიკურ სხეულს, არამედ ფსიქიკასა და აურას.
თუ მოგეწონათ ექიმ ნევროპათოლოგ ვლადიმირ ბოლსუნის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გაუზიარეთ მეგობრებსაც. გახსოვდეთ წამალს და შხამს შორის სხვაობა დოზებშია. გისურვებთ ჯანმრთელობას.