საუზმე მათთვის, ვისაც გამობერილი მუცელი აქვთ. მეუღლე მხოლოდ ასე საუზმობს

775

ჭარბი წონის პრობლემები არასწორი კვების შედეგია. სხეულის ფორმები შეიძლება შეიცვალოს, თუ თუნდაც კვების ერთ მიღება არასწორი იქნება.

საუზმის დროს ნაწლავების მუშაობას მთელი დღე ვააქტიურებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ დილიდან კუჭში რა ხვდება.

„პაპარაცი“ მკვებავ და დაბალანსებულ საუზმეს გთავაზობთ, რომლის რეგულარული მიღება ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს წიდებისგან წმენდს.

კერძი ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია. 1 თვის განმავლობაში მისი მიღების შემდეგ კანის და სახის ფერის, თმის და ფრჩხილების ხარისხის გაუმჯობესებას შეამჩნევთ. თქვენ 2,5 კგ-ის დაკლებას შეძლებთ, თუ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობას არ გაზრდით.

იდეალური საუზმე

ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ შვრიის ფანტელები
  • 1 ჭიქა კეფირი ან უცხიმო იოგურტი
  • 7 შავქლიავი
  • 1 ს/კ სელის ზეთი ან დაქუცმაცებული სელის თესლი
  • 1 ჩ/კ კაკაო

მომზადება:

1. საუზმის მომზადება საღამოს დაიწყეთ. შავქლიავს 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით.

2. კაკაო, სელის ზეთი და მშრალი შვრია აურიეთ. ნარევს 1 ჭიქა კეფირი დაუმატეთ.

3. შავქლიავი დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ. დილამდე ყველაფერი ერთმანეთს შეერწყმის.

იდეალური საუზმე წონაში დასაკლებად – შვრიას დამატებული ჩირები რძისმჟავა ბაქტერიებთან ერთად. იდეალური სწორი საუზმე დღის პირველ ნახევარში ენერგიას მოგცემთ და საჭმლის მომნელებელ სისტემას დაარეგულირებს.

ეს კერძი ისედაც ტკბილია, მაგრამ თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ შეგიძლიათ ცოტა დარიჩინი დაუმატოთ. გემო უფრო ტკბილი და გაჯერებული გამოვა. დარიჩინი ცვლის პროცესს რთავს, მაგრამ როგორც სანელებელი დაბალკალორიულია. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს