თუ სიბერის შეფერხება გსურთ, ეს სამკურნალო ფაფა მიირთვით

828
ფოოტ: Enotovyj on Pixabay

თუ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნება გსურთ, ორგანიზმს სიბერის პროცესების შეფერხებაში დაეხმარეთ. ამის გაკეთებას სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით შეძლებთ. „პაპარაცი“ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

თქვენს რაციონში „სამკურნალო ფაფა“ ჩართეთ. მის მოსამზადებლად სხვადასხვა მარცვლეული (აუცილებლად მთელი) დაგჭირდებათ. 1 ჭიქა მარცვლეული მშრალ ტაფაზე მოხალეთ, შემდეგ ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 7 წუთით ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ, 3 წუთით საშუალო ცეცხლზე და 2 წუთით – სუსტ ცეცხლზე.

ამის შემდეგ გაზიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და 12 წუთით გააჩერეთ. ტაფაზე 3 ს/კ მცენარეული ზეთი გააცხელეთ, 0,5 ჩ/კ წინასწარ შემწვარი და ყავის საფქვავში დაფქული ზღვის მარილი დაუმატეთ (ზღვის მარილი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელ მიკროელემენტს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს). შემდეგ 1 ს/კ სელის თესლი (თირკმლებს, კუჭს და მთელ ორგანიზმს წმენდს) ან ყაყაჩო (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მარილებს და კენჭებს შლის) დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ნარევი ფაფას დაუმატეთ და აურიეთ. მთელი დღე მხოლოდ ეს ფაფა შეჭამეთ. თითოეული პორცია კარგად დაღეჭეთ. ასე 7 დღე იკვებეთ. 40 წლის შემდეგ სასურველია, რომ ასეთი ფაფა ყოველდღე მიირთვათ. ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე კარგ გავლენას ახდენს.

ყოველ დილით, უზმოზე რამდენიმე ნიგვზის, 30-50 გრ ხმელი ყველის და 1 მუჭა ქიშმიშის ჭამა ნერვული სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ამასთან ქრონიკულ დაღლილობას და თავის ტკივილს მოიშორებთ.

ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად ქატო ძალიან სასარგებლოა. ის წიდებს და მავნე ნივთიერებებს შთანთქავს. 2 ს/კ ქატოს მდუღარე წყალი დაასხით და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. გემოვნებით შეგიძლიათ კაკალი, ქიშმიში, გახეხილი ვაშლი, გარგარის ჩირი დაუმატოთ და დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ მიირთვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს