ამერიკელი ექიმი საუბრობს მძლავრ ბუნებრივ ანტიბიოტიკზე: იგი ორგანიზმში ყველა ინფექციას კლავს

4847

ესაა რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკისა, რომელიც წარმატებით კურნავს ორგანიზმში თითქმის ყველა ანთებასა და ინფექციას, და რომელიც შეიმუშავა პოპულარულმა ამერიკელმა ექიმმა, რიჩარდ შულცემ. ეს სუპერტონიკია, რომელიც დაუჯერებლად ეფექტური ბუნებრივი წამალია. კერძოდ: ბალახებისა და მცენარეების საუკეთესო თვისებები ნაყენის ფორმით შენარჩუნდება. თუმცა, იგი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, დააფასეთ ცხოვრების თითოეული წამი და იყავით ჯანმრთელი!

ამ გასაოცარი ტონიკის რეცეპტი მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს მოიცავს, საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ინგრედიენტები:

  • ნატურალური ვაშლის ძმარი
  • 100 გ ნედლი მწარე წიწაკა
  • 500 გ წითელი ხახვი
  • 500 გ ნიორი
  • 500 გ პირშუშხა
  • 250 გ ჯანჯაფილის ფესვი

მომზადება

  1. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ეს ინგრედიენტები.
  2. შემდეგ მოათავსეთ ისინი დიდ შუშის ქილაში და მოასხით იმდენი ვაშლის ძმარი, რომ ინგრედიენტებს 3 თითის სიმაღლით გადააჭარბოს. დაახურეთ ქილას თავი და შეანჯღრიეთ.
  3. შეინახეთ ბნელ ადგილას, არანაკლებ 2-6 კვირის განმავლობაში. რაც უფრო დიდხანს შეინახავთ, მით უფრო ძლიერი იქნება იგი. დროდადრო შეანჯღრიეთ.
  4. ამის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ მარლის ან უჟანგავი ფოლადის საცრის გამოყენებით. ჩაასხით ჭურჭლის შიგთავსი საცერში და დაჭყლიტეთ მასა, დარჩენილი წვენიც რომ გამოვიდეს.
  5. შემდეგ ჩაასხით ნაყენი გაუმჭვირვალე ბოთლში, სინათლისგან რომ დაიცვათ. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

დოზირება

ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ ანთების, გაციებისა და ინფექციების სამკურნალოდ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და საჭმლის მონელების გასაძლიერებლად. მისი გამოყენება დაშვებულია ყოველდღიურად. აიღეთ 1 ჩ.კ. ნაყენი და გახსენით 100 მლ სუფთა წყალში, ასევე, შეგიძლიათ თაფლის დამატებაც, მისი გემოს გასაუმჯობესებლად.

გახსოვდეთ, რომ წამალი ძალიან ნელა უნდა დალიოთ. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სუფთა წყლის დალევაც. საკმარისია 1 ფინჯანი ამ ბუნებრივი საშუალების (100 მლ წყალზე 1 ჩ.კ. ნაყენი) მიღება დაავადებების პროფილაქტიკისთვის, თუმცა, თუ მას ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის სამკურნალოდ იყენებთ, დღეში 5-6-ჯერაც შეგიძლიათ მიიღოთ.

ეს გასაოცარი ბუნებრივი ანტიბიოტიკი არ შეიცავს ტოქსინებს და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის მრავალრიცხოვან სარგებელს, მათ შორის:

  • მძლავრი მატონიზებელი საშუალება აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აქვს მძლავრი ანტიმიკრობული მოქმედება, გვეხმარება ინსულინისადმი მგრძნობელობის შემთხვევაში და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
  • ათანაბრებს სხეულის მჟავიანობის დონეს;
  • აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიფუნგალური თვისებები, ასევე, ხელს უწყობს ენერგიის წარმოებას, რაც აუმჯობესებს ტვინისა და კუნთების ცხოველქმედებას;
  • არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და აქვს შესანიშნავი პრობიოტიკული თვისებები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს