დღეს, ალბათ, სიბერის და დაავადებების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური თეორიის შესახებ ყველამ იცის. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედების დაზიანების გამო ბერდება და ავადდება. ორგანიზმს ამ მავნებლებისგან იცავს ნივთიერებები, რომელთაც ანტიოქსიდანტები ეწოდება. მათ მიეკუთვნება ვიტამინები (A, E, C), მიკროელემენტები (სელენი, მაგნიუმი, სპილენძი), ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონოიდები, ლიკოპები, ლუთეინი, ლიგნანი).
ზოგიერთი ანტიოქსიდანტი ორგანიზმში იწარმოება, მაგრამ უმეტესობა მათგანს ადამიანი საკვებიდან იღებს. თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ანტიოქსიდანტები ხვდება, მისი უჯრედები დაზიანებისა და დაშლისგან საიმედოდ დაცულია. შედეგად ადამიანი უფრო ჯანმრთელი, ახალგაზრდა და მხნე ხდება როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად.
თუ ავადმყოფობამ გძლიათ, სარკეში ნაოჭების დანახვა, მიწისფერი, გამოფიტული თმა და დაღლილი თვალები გაწუხებთ, ორგანიზმი ანტიოქსიდანტების დეფიციტს განიცდის.
ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სხვადასხვა სინთეზურ ანტიოქსიდანტურ მედიკამენტებს უშვებენ, რომელთა მიღებაც „სიბერის საწინააღმდეგო თერაპიის“ სახით რეკომენდებულია. თუმცა, ორგანიზმი ხელოვნურ ნივთიერებების მხოლოდ 10%-ს ითვისებს.
აქედან გამოდის დასკვნა, რომ საკმარისი რაოდენობის ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები უნდა მიირთვათ. ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით მდიდარია კენკრა, ხილი, ბოსტნეული. მათი დახმარებით სხეუსლ თავისუფალი რადიკალებისგან დაიცავთ, რომლებიც მასზე ჰაერიდან ზემოქმედებას ახდენენ.
ბოსტონელმა მეცნიერებმა სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე მრავალწლიანი ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად თავისუფალი რადიკალების სწრაფად განეიტრალების მათი უნარი განსაზღვრეს. ბოსტონელი მეცნიერები სხვადასხვა პროდუქტების თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარს ერთეულებში ითვლიან ORAC (ინგლ. Oxygen radical absorbance capacity). ORAC-ის საზომი სისტემა 1992 წელს სიბერის საწინააღმდეგო ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს და გამოცდილია, როგორც სრულყოფილი ინსტრუმენტი ხილის, ბოსტნეულის და სხვა ანტიოქსიდანტური პროდუქტების და საკვები დანამატების გასაზომად. დადგენილ იქნა ORAC-ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური პროცესების მხარდასაჭერად ყოველდღე სჭირდება – 3500 ერთეული. ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ დოზის გაორმაგება სხეულს დაბერებისგან დაიცავს.
გთავაზობთ პროდუქტების სიას და მათში შემავალი ORAC-ის რაოდენობას. ასეთი სია შეიძლება სასარგებლო ყოველდღიური მენიუს შედგენასა და სწორი გათვლების გაკეთებაში დაგეხმაროთ.
ORAC-ის რაოდენობა 100 გრ პროდუქტზე:
- ქიშმიში – 2830
- შავქლიავი – 5770
- შავი მოცხარი – 1650
- მაყვალი – 2036
- ჟოლო – 1220
- ბალი – 670
- მოცვი – 2234
- ქლიავი – 949
- ვაშლი – 218
- წითელი ყურძენი – 739
- თეთრი ყურძენი – 446
- ფორთოხალი – 740
- ბანანი – 221
- მწვანე ლობიო – 503
- წითელი წიწაკა – 731
- ხახვი – 449
- ბადრიჯანი – 386
- ყვავილოვანი კომბოსტო – 377
- კომბოსტო – 298
- ისპანახი – 1210
- კარტოფილი – 313
- ბროკოლი – 888
- ჭარხალი – 841
- პომიდორი – 189
- ავოკადო – 782
- ახალგაზრდა ყაბაყი -150
- კიტრი – 54
- მარცვლეული – 400
ბუნებრივია, ეს ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების სრული სია არაა, რომელთაც თავისუფალი რადიკალების სწრაფად განადგურება შეუძლიათ. ანტიოქსიდანტები ხომ თითქმის ყველა მცენარეში გვხვდება.
ანტიოქსიდანტებს დიდი რაოდენობით შეიცავს კაკალი (განსაკუთრებით, ნიგოზი და თხილი), არარაფინირებული მცენარეული ზეთი, სანელებლები (დარიჩინი, კოჭა, კურკუმა, სალბი, ზაფრანი, თავშავა და ბევრი სხვა), ცხარე ბოსტნეული (ნიორი, მდოგვი, ცხარე წიწაკა და სხვა), ახალგაწურული წვენი, ყავა, კაკაო და მწვანე ჩაი. დიდი ან მცირე რაოდენობით ყველა მცენარეულ პროდუქტში გვხვდება.
უნდა გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა პროდუქტებში ანტიოქსიდანტების სხვადასხვა სახეობა შედის, თითოეულს კი თავისი დამახასიათებელი თვისება გააჩნია. სწორედ ამიტომ, თქვენი რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს.