სტაფილოს მურაბა და ლურჯი იოდი: ნეტავ აქამდე მცოდნოდა ამ რეცეპტების შესახებ.

14802

სტაფილოს მურაბა ამ დელიკატესის მიღებას ურჩევენ მათ, ვისაც სუსტი თირკმლები და პრობლემური ხერხემალი აქვს. სტაფილოს მურაბა მარილის ბალანსის დარეგულირებაში, შარდსასქესო და ძვლოვან სისტემაში წიდების მოშორებაში დაგეხმარებათ. ის მამაკაცის პოტენციაზე დადებით გავლენას ახდენს.

მურაბის მოსამზადებლად ღია შეფერილობის სტაფილო შეარჩიეთ. ეს ბეტა კაროტინის მაღალი შემცველობის ნიშანია, რომელიც ორგანიზმს ძალიან სჭირდება. 1 ნაწილი გასუფთავებული სტაფილო აიღეთ, ორივე მხრიდან ბოლოები მოაჭერით, 1:1 პროპორციით შაქარი დაუმატეთ, წყალი დაასხით ისე, რომ სტაფილო ბოლომდე დაიფაროს. ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, სუსტ ცეცხლზე ხარშეთ სანამ სტაფილო ბოლომდე არ დარბილდება. ამის შემდეგ სტაფილო ცეცხლიდან გადმოდგით და გამოსაშრობად თეფშზე დააწყვეთ. ამის შემდეგ კვლავ ქვაბში მოათავსეთ, თაფლი დაასხით ისე, რომ სტაფილო ზემოდან ოთხი თითის დადებაზე დაიფაროს. სუსტ ცეცხლზე ხარშეთ სანამ, თაფლი სტაფილოთი ბოლომდე არ გაიჟღინთება. ამის შემდეგ თაფლში გაჟღენთილი სტაფილო მინის ჭურჭელში გადაანაწილეთ.1 ჩ/კ ან 1 ს/კ სტაფილოს მურაბა დღეში 2-3-ჯერ, ჭამიდან ნახევარი ან 1 საათის შემდეგ შეჭამეთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი მურაბის სახით მიიღოთ.

ლურჯი იოდი. მას ნატუროპათიულ მედიცინაში უკვე დიდი ხანია იყენებენ, როგორც ეფექტურ გამაჯანსაღებელ საშუალებას. მისი მომზადების რეცეპტი ასეთია: 50 მლ თბილ ანადუღარ წყალში 1 ჩ/კ იოდი გახსენით და 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. 4-8 ჩ/კ ნარევი ჭამის შემდეგ დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში მიიღეთ. კურსი 5 დღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

ამ პროცედურით სისხლძარღვებს გაწმენდთ, მათ მოქნილობას გაზრდით და სპაზმებს გააქრობთ. ინსულტის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა. საშუალება ინსულტის შემდგომ პერიოდში და დამბლის დროს დაგეხმარებათ. ის იმუნურ სისტემას აძლიერებს, ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდის. კარგი საშუალებაა დიზენტერიის სამკურნალოდ, მარილების დაგროვების, გულის რევმატული ტკივილის დროს.

ლურჯი იოდი ლეიკოციტების აქტივობას და ერითროციტების რაოდენობას ზრდის, ქოლესტერინს და შაქარს ამცირებს. იოდის გარკვეული კონცენტრაციის შემთხვევაში სისხლში მიკროორგანიზმების რაოდენობა, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლიდან თითოეული ციკლის დროს გადის, ორჯერ მცირდება. ამასთან ვირუსები კვდება. ყურადღებით იყავით, გადაჭარბება არ ღირს,

მარტივი ტესტის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, ორგანიზმი იოდით გაჯერებულია თუ არა. იოდის სპირტიან ხსნარში ბამბის ჩხირი ამოავლეთ და კანის ნებისმიერ ადგილას (ფარისებრი ჯირკვლების გარდა) იოდის ბადე წაისვით. მეორე დღეს ეს ადგილი ყურადღებით დაათვალიერეთ. თუ ვერაფერს იპოვით, ორგანიზმს იოდი სჭირდება, თუ იოდის კვალი დარჩა, თქვენ იოდის დეფიციტი არ გაქვთ.

ან ასეთი მეთოდი სცადეთ: დაწოლამდე წინამხრების კანზე იოდის ხსნარის სამი ხაზი წაისვით: თხელი, ოდნავ სქელი და სქელი.

  • თუ დილით პირველი ხაზი გაქრა – იოდის მხრივ ყველაფერი წესრიგშია;
  • თუ დილით პირველი ორი ხაზი გაქრა – ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ;
  • თუ სამივე ხაზი გაქრა – თქვენ იოდის აშკარა დეფიციტი გაქვთ.

იოდის გაჯერების ნიშნები შეიძლება იყოს ცხვირის ლორწოს მომატება, სურდოს დაავადების ნიშნები, ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევაში სჯობს იოდის მიღება შეწყვიტოთ.

კატაბალახას წვეთების ორთქლის შესუნთქვა. ამ პროცედურას არტერიული წნევის შესამცირებლად, ძილის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასაძლიერებლად იყენებენ. ამ მიზნით ყოველდღე, ძილის წინ ნელა და ღრმად კატაბალახას ფესვების სპირტიანი ნაყენის ორთქლი შეისუნთქეთ, თითოეული ნესტოთი 3-ჯერ შეისუნთქეთ. თუ დილით, თავის ტკივილი მაინც გაწუხებთ, შესუნთქვის რაოდენობა გაზარდეთ – თითოეული ადამიანისთვის დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს