ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტები 40 წელს გადაცილებულთათვის.

564
© Valeriy_G/IStock

თითოეულ ასაკში ადამიანს კონკრეტული მენიუ სჭირდება! ავადმყოფობების თაიგული რომ არ მიიღოთ, ყურადღება გარკვეულ პროდუქტებს უნდა მიაქციოთ. ასე ოსტეოპოროზის, გულის დაავადებების, სარძევე ჯირკვლების სიმსივნის თავიდან აცილებას შეძლებთ, ამასთან კლიმაქსის სიმპტომებს შეამსუბუქებთ. რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ სიმსივნისგან თავდასაცავად, სისხლძარღვების „გაახალგაზრდავებასა“ და ძვლების გაძლიერებაში?

ჩერი პომიდორი. პომიდვრის ეს სახეობა ყველაზე უფრო მეტ ლიკოპინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ჟანგვის პროცესებისგან იცავს. დამტკიცებულია, რომ პიგმენტი ლიკოპინი ორგანიზმს ძუძუს კიბოს, პროსტატის სიმსივნის, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის და გულის დაავადებების იცავს.

სელის თესლი, რომლის შემადგენლობაში ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 და უჯრედისი ლიგნინი შედის. ის ყველა ზეთზე უკეთ ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. მაიოს კლინიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 40 გრ თესლი ქალს მენოპაუზის გადატანაში, ცხელების მოშორებასა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შემცირებაში დაეხმარება. ამის მიუხედავად, ექიმები გირჩევენ, რომ სელის თესლი სჯობს ორსულობის დროს არ მიიღოთ.

კომბოსტო (თეთრი, ბროკოლი, ხუჭუჭა). კომბოსტო სასარგებლო პიგმენტს, ლუტეინს, C და K ვიტამინებს, კალციუმს შეიცავს. კომბოსტო კვირაში 3-ჯერ შეჭამთ. ასე მხედველობას გაიუმჯობესებთ, იმუნიტეტს და ძვლებს გააძლიერებთ, ოსტეოპოროზს და მასთან დაკავშირებულ მოტეხილობას თავიდან აიცილებთ.

შტოშის წვენი. ის C ვიტამინით და სხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ასევე საშარდე გზების ინფექციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკას წარმოადგენს.

თევზი (ორაგული, ღურკანა). მისი დახმარებით სასქესო ჰორმონების დონის დარეგულირებას და ნერვული სისტემის გაძლიერებას შეძლებთ.

ნიგოზი. მისი ფერმენტები სიმსივნის პროცესებისა და ოსტეოპოროზისგან დამცავ დონეს ზრდიან. 40 წლის ასაკში რეკომენდებულია, ყოველდღე 50 გრ ნიგოზი შეჭამოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს