მათ, ვისაც უყვარს ქერის ბურღული, ვიტამინების ნაკლებობა არ ემუქრება: ქერის ფაფა სასარგებლო ნივთიერებების თითქმის სრულყოფილ კომპლექსს შეიცავს. მის შემადგენლოვაში შედის B ჯგუფის ვიტამინები (პასუხს აგებს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე, თმების სილამაზესა და კანის სისუფთავეზე), A (საჭიროა კარგი მხედველობისა და ინფექციებისგან დაცვისთვის), E (ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას) და D ვიტამინები (აძლიერებს ძვლებსა და კბილებს).
გარდა ამისა, ბურღულეული შეიცავს ძალიან ბევრ მიკროელემენტს: რკინას, კალციუმს, სპილენძსა და იოდს. თუმცა, მისი მთავარი სიმდიდრეა ფოსფორი, რომლის შემცველობითაც, ქერის ბურღული ორჯერ აღემატება სხვა მარცვლეულს. ფოსფორი არამხოლოდ უკიდურესად მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ნორმალური ცვლისა და ტვინის კარგი მუშაობის დროს, არამედ “სპორტსმენებისთვის მთავარ მიკროელემენტადაც” ითვლება, რადგან სწორედ ფოსფორი განაპირობებს კუნთების შეკუმშვის სისწრაფესა და სიმძლავრეს.
ქერის კიდევ ერთი ღირსებაა ლიზინი. ეს ამინომჟავა ანტივირუსული საშუალებაა, განსაკუთრებით, ჰერპესისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების გამომწვევ მიკრობებთან მიმართებით, გვეხმარება ცოვრებისეული ტონუსისა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ქერის გემრიელი ფაფის მოსამზადებლად, მარცვლეული წინასწარ ჩაალბეთ მთელი ღამით ცივ წყალში. დილით დაასხით ახალი წყალი ან რძე, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე (წყლით) ან ორთქლის აბაზანაზე (რძით), მარცვლეულის დარბილებამდე (დაახლოებით 1 საათით). შესანიშნავი ვარიანტია ღუმელში ცხობა 15-20 წუთის განმავლობაში, მომზადების შემდეგ (ამასთან, სასარგებლოა კარაქის დამატებაც).