წვნიანი შაკიკის წინააღმდეგ

227
ფოტო: Tuijasal on wikimedia

ის, რომ საკვები არამხოლოდ გვანაყრებს, არამედ გვკურნავს კიდევაც, დიდი ხანია ცნობილია. ამის შესახებ საუბრობდა ჰიპოკრატე, ავიცენა და სხვები. ნამდვილად, ზოგიერთი კერძი მართლაც შესანიშნავი სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებაა მრავალი დაავადების წინააღმდეგ.

მაგალითად, უკრაინული ხოლოდეცი (ჟელეიანი ხორცი) რეგულარულად უნდა მიირთვას მან, ვისაც სახსრების, ხერხემლის, მყესების, ხრტილების პრობლემები აქვს.

ასევე უკრაინული ტრადიციული სასმელი – ჭარხლის ბურახი არეგულირებს ნაწლავების მდგომარეობას. ნატუროპათ ბროისის ხახვის სუპი ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება.

ჩინური ხალხური მედიცინა ადამიანებს, რომლებსაც შაკიკი აწუხებთ, ურჩევს თევზის სუპის მირთმევას.

ინგრედიენტები:

  • 750 გ ახალი მდინარის თევზი
  • 20 მარცვალი თეთრი პილპილი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი

მომზადება

  1. პილპილის მარცვლები ხარშეთ 1.5 ლ წყალში 2 საათით და ამოიღეთ წყლიდან.
  2. მიღებული მდუღარე ნახარშში (მოცულობა დაახლოებით 1 ლ-მდე უნდა შემცირდეს) მოათავსეთ დაჭრილი, გარეცხილი და ტაფაზე უზეთოდ შემწვარი თევზი.
  3. მაშინვე დაუმატეთ ძმარი და მარილი.
  4. ამის შემდეგ, არშეთ თავდახურული კიდევ 30 წუთით და დააყენეთ წვნიანი.
  5. თუ ასეთ წვნიანს კვირაში ორჯერ მიირთმევთ, ჩინელების მტკიცებით, შაკიკის შეტევები გაქრება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს