ჩამიჩი უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს გვეხმარება. ქიშმიშის შემადგენლობაში შედის ელემენტები, რომლებიც საშიში ბაქტერიების ზრდას აფერხებენ და არა მხოლოდ კარიესის, არამედ ღრძილების დაავადებისგან გვიცავენ. ქიშმიში სასარგებლოა მათთვის, ვისაც იმუნიტეტის გაძლიერება სურს.
მასში შედის ანტიოქსიდანტები, კერძოდ ოლეინის მჟავა. ამის წყალობით უჯრედები თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით არ იშლებიან, რომლებიც მუდმივად გვიტევენ. შესაბამისად, მთელი ორგანიზმი უფრო ძლიერდება.
გაღიზიანება, უძილობა, ცუდი განწყობა. ქიშმიში მასში შემავალი B1, B2 და B5 ვიტამინების და მაგნიუმის წყალობით ნერვული სისტემის მუშაობას აწესრიგებს. შედეგად, ადამიანი უფრო მშვიდდება და მისი ძილი უმჯობესდება.
ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი. ხმელი კენკრა უიშვიათეს ელემენტს, ბორის შეიცავს, რომლის გარეშეც კალციუმის, ძვლების მთავარი საშენი მასალის ნორმალურად ათვისება შეუძლებელია.
ანემია. ქიშმიში რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ჰემოგლობინის (სისხლის წითელი სხეულების მთავარი კომპონენტი) შემადგენლობაში შედის.
სწორედ ამიტომ, შესაძლებლობის მიხედვით ქიშმიში ხშირად მიირთვით, მისით ტკბილი კერძები ჩაანაცვლეთ და კერძებს დაუმატეთ.
უკუჩვენება: ქიშმიშის მიღება რეკომენდებული არაა ჭარბი წონის, გულის მწვავე უკმარისობის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების სტადიაში და შაქრიანი დიაბეტის დროს.
სამკურნალო რეცეპტები:
გულის კუნთების გასაძლიერებლად 2 კგ ქიშმიში თესლის გარეშე აიღეთ და 2 ნაწილად (1-1 კგ) გაყავით, გარეცხეთ და გააშრეთ. პირველი ნაწილი, 40-40 ცალი ქიშმიში ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. მეორე ნაწილი შემცირების სქემით მიირთვით: დღეს 1 – 40 ცალი, დღე 2 – 39 ცალი, დღე 3 – 38 და ასე სანამ ბოლომდე არ შეჭამთ. ასეთი გამაჯანსაღებელი კურსი წელიწადში ორჯერ შეგიძლიათ ჩაატაროთ.
ლიქენის სამკურნალოდ ქიშმიში შუაზე გაჭერით და დაზიანებულ კანზე წაისვით. პირველივე გამოყენების შემდეგაც კი შესამჩნევ გაუმჯობესებას შენიშნავთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კუჭი, ღვიძლი) პრობლემების, ასევე გატანილი დაავადებების შემდეგ ქიშმიშის, შტოშის და შვრიის ნახარშის მიღება ძალიან კარგია. ნახევარი ჭიქა ქიშმიში და შტოში, 40 გრ თაფლი, 250 გრ შვრია და 1,5 ლ წყალი აიღეთ. შვრია და ქიშმიში კარგად გარეცხეთ, შტოში დაუმატეთ, ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და შემდეგ თბილ ადგილას 3 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და თაფლი დაუმატეთ. თბილი სასმელი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
ნაღვლის სტაგნატციის აღმოსაფხვრელად (როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება გულისრევის, ღებინების და ბოყინის დროს). ნახევარ ჭიქა ქიშმიშს თესლების გარეშე ნახევარი ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ. ნაყენი დილით უზმოზე დალიეთ, ხოლო ქიშმიში შეჭამეთ. ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათით ლოგინზე დაწექით და მარჯვენა გვერდზე სათბური დაიდეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე. ამ მეთოდით ღვიძლის სადინარებს და ნაღვლის ბუშტს გაწმენდთ.
ზემოთ მოცემული რეცეპტების გამოყენებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.