ნუშის გამაჯანსაღებელი წვნიანი

125
ფოტო: Steve Buissinne on Pixabay

ჩვეულებრივ, ნუშის მარცვალს ტორტების გამოსაცხობად ან ყავასთან მისატანებლად ვიყენებ. კიდევ როგორ შეიძლება მისი მიღება? პატივისცემით, ე.კ.

წერილს პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი, ელენა სვიტკო.

წმინდა ჰილდეგარდა წერდა, რომ ნუში ძალიან თბილისა და ტენს შეიცავს. მისი ფოთლები, მერქანი და წვენი ძალიან იშვიათად გამოიყენება სამკურნალო მიზნით, მთელი სამკურნალო ძალა ხომ ნაყოფმა, უფრო კონკრეტულად კი, ნაყოფის გულმა მიითვისა.

როგორც წმინდანი წერდა, ვისაც “ცარიელი თავი” აქვს, უნდა მიირთვას ნუშის გული – ეს განკურნავს მის ტვინს და სახესაც გასაოცარ ფერს მიანიჭებს.

ნუშის მოხმარება რეკომენდებულია ყველასათვის, გამონაკლისის გარეშე. ცნობილია, რომ მას ონკოპროტექტორული თვისებები აქვს, ანუ, არ აძლევს კიბოს უჯრედებს განვითარების საშუალებას. თხილი კურნავს ღრძილებს, აძლიერებს კბილის ემალს.

ადრე, დიდი მარხვის დროს, ნუშის სასარგებლო რძეს ამზადებდნენ. კარგი სამკურნალო თვისება აქვს ნუშის წვნიანსაც: აქციეთ 100 გ თხილი ფქვილად. აადუღეთ 0.5 ლ წყალი და, დუღილის დროს, თხელი ნაკადით ჩაყარეთ ნუშის ფქვილი, მუდმივად ურიეთ. წვნიანი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციისა. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, არაჟანი ან მშრალი რძე გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს