ბროკოლი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომლის გამოყენებას უკუჩვენება არ აქვს. ზოგჯერ ხალხური მკურნალები და კლინიკური მედიცინის წარმომადგენლები ბროკოლს მნიშვნელოვანი პოლივიტამინების კონცენტრატს უწოდებენ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი დასუსტებულია.
ბროკოლი ორჯერ მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს, ვიდრე, მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო, 1,5-ჯერ უფრო მეტ ცილას და 2-ჯერ მეტ მინერალურ მარილებს. ბროკოლი პურინის ნივთიერებებს ცუდად შეიცავს, ამიტომ პოდაგრის, შარდმჟავა დიათეზის ან შარდკენჭოვანი დაავადების დროს ძალიან სასარგებლოა.
ბროკოლი მდიდარია ისეთი მნიშვნელოვანია ნივთიერებებით, როგორიცაა ქოლინი და მეთიონინი, რომლებიც სისხლში ჭარბი ქოლესტერინის რაოდენობას არეგულირებენ, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, სისხლძარღვების შევიწროების და გულის იშემიური დაავადების განვითარებას ხელს უშლიან. ამ სახეობის კომბოსტოს რეგულარული მიღების დროს ღრძილების დაავადება არასდროს შეგაწუხებთ.
მიკროელემენტების (კალციუმის მინერალური მარილები, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა) და მთელი რიგი მცენარეული ჰორმონების წყალობით ბროკოლი კუჭის მოქმედებას ზრდის, ყაბზობას და ბუასილის განვითარებას ხელს უშლის. მისი ნაზი უჯრედისი ნაწლავებში დუღილს და მეტეორიზმს არ იწვევს.
ექიმების თქმით, ყოველდღე უმი ბროკოლის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა, როგორც სამკურნალო-საპროფილაქტიკო და დიეტური პროდუქტი. ეს ღვიძლის გააქტიურებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირებას და ჭარბი ცხიმის გამოდევნას ხელს შეუწყობს.
ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ ბროკოლის კიდევ ერთი უჩვეულო თვისება აჩვენა: მისი რეგულარული მიღება კომპლექსურ თერაპიაში ეხმარება პაციენტს, ვისაც რადიაციული დაავადება ან სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის, თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის საეჭვო ნიშნები აქვს.
ბროკოლი ბუნებრივი ბიოსტიმულატორია. პირველ რიგში, ის A ვიტამინს შეიცავს, რომელიც მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. მეორეც, შეიცავს სულფორაფანს, რომელიც თვალის ბადურის ყვითელი ლაქის ასაკობრივ განადგურებას ეფექტურად ებრძვის. ორგანიზმში სულფორაფინის დეფიციტის დროს მხედველობის დაქვეითების ან მისი დაკარგვის დიდი ალბათობა არსებობს. სწორედ ამიტომ, 50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა ყოველდღიურ რაციონში (როგორც მინიმუმ, კვირაში 2-ჯერ) ბროკოლი უნდა ჩართოს – ეს თვალს დიდ სარგებელს მოუტანს და მისი ქსოვილების დეგენერაციის რისკს შეამცირებს.
ბროკოლში შემავალი სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერება და მნიშვნელოვანი ვიტამინების კომპლექსი ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესს აფერხებს, რადგან საკმაოდ სწრაფად გამოდევნის წიდებს და ტოქსინებს, რომლებიც დაბერების პროცესის მთავარი ფაქტორები არიან.
უფრო მეტიც, ბროკოლი, როგორც ადვილად ათვისებადი სამკურნალო-დიეტური პროდუქტი, ზედმეტ ცხიმებს და ნახშირწყლებს იმდენად შლის, რომ შედეგად ადამიანი, რომელსაც ჭარბი წონა და ცელულიტი აწუხებდა, თანდათანობით ორივესგან თავისუფლდება. ეს კი, როგორც სამედიცინო მეცნიერებამ დაადასტურა, ცხოვრების გახანგრძლივებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.