ყავას შეუძლია თქვენს ღვიძლს ავნოს ან დაეხმაროს, ასეთი დეტალების უგულვებელყოფა გამორიცხულია.

857
ფოტო: freesvg / needpix /Mikael Häggström, M.D. on wikimedia / edited by paparazzi.ge

დღეში 1-2, იშვიათად, 3 ფინჯან ყავას ვსვამ. ხომ არ ავნებს ღვიძლს ამ სასმლის ყოველდღიური მოხმარება? პატივისცემით, ვ.მ.

წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობა”-ს დირექტორი, ექიმი-ფიტოთერაპევტი, დიეტოლოგი ბორის სკაჩკო:

რა თქმა უნდა, ღვიძლს ყავა ავნებს, თუ მას დიდი რაოდენობით მიიღებთ, თუმცა, არა 2-3 ფინჯანი. თუმცა, ასეთი დიდი რაოდენობით არავის შეუძლია ყავის დალევა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ჩვევა, სითხის წყაროდ წვნიანების, კომპოტების, ჩაის მიღებისა. კუჭში უბრალოდ არ რჩება ადგილი ყავის დიდი რაოდენობისთვის.

სასარგებლო სასმლის მოსამზადებლად კარგია ოდნავ მოხალული ყავა, ოღონდ არა დამწვარი მარცვლები. ნუ დააფქვევთ ყავას წინასწარ, რადგან შენახვისას იგი არომატს დაკარგავს.

ყავაში უზარმაზარი რაოდენობით კოფეინის შემცველობის შესახებ გავრცელებული მოსაზრება ძალიან გაზვიადებულია. ყავის მარცვლები 0.5-2.5% კოფეინს შეიცავს, ანუ, ჩაის ფოთოლში კოფეინის შემცველობასთან სხვაობა შეიძლება ათმაგი იყოს.

მართალია, ყავიდან კოფეინი უფრო სწრაფად ხვდება სისხლში და უფრო ძლიერ მოქმედებას ავლენს, თანაც ქმნის ცხიმებთან ნაერშ – კაფეოლს, რომელსაც მსუბუქი ნაღველმდენი ეფექტი აქვს. ამის დამსახურებით, ჭამის წინ ყავის მირთმევა აუმჯობესებს არამხოლოდ მადასა და საკვების მონელებას, არამედ ღვიძლის მუშაობასაც. თუმცა, ყავა ფრთხილად უნდა დალიოთ ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.

თუ გულსა და სისხლძარღვებზე კოფეინის მთელი ძალის გამოცდა გსურთ, მოხარშეთ ყავა ლიმონით ან სხვა მჟავე წვენით. თუ საკუთარ გულზე ზრუნავთ, გამოგადგებათ რძიანი ყავა, რომელსაც ტუტოვანი მოქმედება აქვს, კოფეინის ნაწილს ამისამართებს უხსნად მდგომარეობაში და ნაწლავებში ისე ატარებს, რომ ორგანიზმი მის ათვისებას ვერ ახერხებს.

თუ საშინაო პირობებში უკოფეინო ყავის მომზადება გსურთ, მოხარშვის დროს დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. თუმცა, დალიეთ ფრთხილად, რადგან კოფეინი ფინჯნის ფსკერზე აღმოჩნდება.

ღვიძლისთვის მნიშვნელოვანია, რომ კოფეინთან ერთად მასთან მივიდეს სანელებელიც. ღვიძლს მოეწონება, თუ ყავა შაქრიანი იქნება. დაახლოებით იგივე უნდა ტვინსაც. როცა კალორიების ეს მთავარი მომხმარებლები მთელი ძალით დაიწყებენ მუშაობას, შაქრის დონე შემცირდება. ამიტომ, მიირთვით ყავა შაქრით. ასევე, სასარგებლო იქნება, თუ ორგანიზმში, ყავასთან ერთად, ცხიმიც მოხვდება (ნაღები, კარაქი, რძე). ღვიძლი მიიღებს დამატებით სტიმულს ნაღვლის წარმოქმნისა და სისხლის გაწმენდისთვის. შესაბამისად, ყავის სწორი მომზადება ღვიძლის კარგი დამხმარეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს