რაზე მიუთითებს ჭურჭლის სარეცხი ღრუბლების ფერი

946
ფოტო: tomekwalecki on Pixabay

ჭურჭლის რეცხვას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სასიამოვნო საქმიანობას. თუმცა, ამ დავალების შესრულება ყოველდღე გვიხდება. რამდენადაც ჭურჭლის სარეცხ მანქანას ძალიან ცოტა იყენებს, ჭურჭლის რეცხვისთვის საუკეთესო დამხმარეა ჩვეულებრივი პარალონის ღრუბელი.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გარეცხოთ ჭურჭელი ღრუბლით სწორად და რა როლს ასრულებს ამ საპასუხისმგებლო საქმეში მისი ფერი. როგორც აღმოჩნდა, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებსაც ყურადღებას გამოცდილი დიასახლისებიც კი არ აქცევენ.

სარეცხი ღრუბელი

ჩვენთვის ჩვეული პარალონის ფერადი ღრუბლები თითქმის ყველა სამზარეულოშია. თუმცა, მათ მკვეთრ ფერს ჩვენ მხოლოდ მარკეტინგულ სვლად მივიჩნევდით, ამიტომ არასდროს გვიეჭვია, რომ ამ ფერების უკან სარეცხი საშუალების თვისებები იმალება.

თანაც, ყურადღება სწორედ აბრაზიული ნაწილის – მყარი მხარის ფერზე უნდა გაამახვილოთ, რომელიც უფრო მყარი ჭუჭყის მოსაშორებლადაა განკუთვნილი.

ამ მტკიცე მასალას მწარმოებლები სკოჩ-ბაითს უწოდებენ. მას მყარი ბოჭკოებისგან ამზადებენ და უბრალოდ აწებებენ პარალონის ფუძეს. სწორედ ამ სკოჩ-ბაითის ფერზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან იგი აბრაზიული მასალის შესაძლებლობებზე მიუთითებს.

სარეცხი ღრუბლის აბრაზიული მხარის მწვანე ფერი იმას ნიშნავს, რომ მას ყველაზე მყარი ჭუჭყის ამოყვანაც შეუძლია. თუმცა, ამდენად მყარი მასალა მარტივად აფუჭებს ზოგიერთ საფარს, ტოვებს ნაკაწრებს. მას მინანქრის ჭურჭლის საფრის დაზიანებაც კი შეუძლია, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ.

თუ ღრუბლის აბრაზიული ნაწილი წითელია, ესე იგი, ის საშუალო სიმყარისაა. ეს, ხშირად, ოპტიმალური არჩევანია, რადგან ასეთ ღრუბელს შეუძლია მყარი ჭუჭყის ამოყვანა და მიმხმარ საკვებსაც მარტივად აშორებს. ამასთან, ჭურჭელს თითქმის არ ემუქრება დაკაწრვა ინტენსიური ხახუნის შემდეგაც კი.

რაც შეეხება ყვითელ სკოჩ-ბაითს, ამ ფერში ღებავენ ყველაზე რბილ ღრუბლებს, რომლებსაც, მაგალითად, შუშის ჭურჭლის გასარეცხავად იყენებენ. ასეთი მასალა საკმაოდ ნაზად უმკლავდება დაბინძურებულ ზედაპირს, ამიტომ შეგიძლიათ ძლიერად მოუსვათ.

როგორც ხედავთ, ყურადღება ღრუბლის არამხოლოდ ზომასა და ხარისხზე, არამედ მისი აბრაზიული მხარის ფერზეც უნდა მიაქციოთ. სამაგიეროდ, ახლა უკვე იცით, რომელი ღრუბლით უნდა გარეცხოთ ჭურჭელი, რათა საყვარელი თეფშები და ფუჟერები მუდამ სუფთა და უნაკაწრო იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს