ყველაზე ძლიერი ბალახი თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. გასწავლით როგორ გაზარდოთ ის შინ.

32861
ფოტო: PxHere

როზმარინი უნივერსალური მცენარეა. იგი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც ანტისეპტიკური და ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებელი საშუალება. როზმარინის ზეთი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაშია, ხოლო კულინარიაში იგი ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, სალათების, მაკარონის, ფაფებისა და სასმელების სანელებლად გამოიყენება. შესანიშნავია, არა?

სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გასწავლოთ როზმარინის მოყვანა საშინაო პირობებში.

როგორ მოვიყვანოთ როზმარინი

მათ, ვინც გადაწყვიტა როზმარინის ქოთანში “დასახლება”, შემდეგი ზედმიწევნითი ინსტრუქცია გამოადგება.

ფოტო: Piotr Eliasz on Pixabay
  1. პირველ რიგში, დაგჭირდებათ ნედლი როზმარინის შეფუთვა, რომელსაც მაღაზიაში შეიძენთ. საგულდაგულოდ აარჩიეთ, რადგან ყველაზე უკეთ გაიზრდება “გაბურძგნული”, მხნე, მწვანე ტოტები.
  2. როცა ყველაზე ლამაზ ტოტს შეარჩევთ, მოაშორეთ ფოთლები ქვედა ნაწილიდან. შემდეგ დაამუშავეთ ღეროს ქვედა ნაწილი ნებისმიერი ფესვწარმოქმნის მასტიმულირებელი საშუალებით. მას იპოვით მცენარეების ნებისმიერ  მაღაზიაში. ღეროს ჭრილს მოაყარეთ დანაყული გააქტიურებული ნახშირი.
  3. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, ჩაუშვით ტოტი წყალში. ამისთვის წინასწარ გახსენით 1 ჭიქა წვიმის ან დამდნარ წყალს 1 აბი გააქტიურებული ნახშირი, რომელიც ლპობის პროცესს უშლის ხელს.
  4. შემდეგ დაახურეთ როზმარინს პაკეტი. უმჯობესია, გამოიყენოთ ელვიანი პარკი, რამდენადაც მისი საკმაოდ ჰერმეტულად დახურვა შესაძლებელია. თუ ჩვეულებრივი პაკეტი გაქვთ, ფრთხილად დააფიქსირეთ იგი ქვემოთ საკანცელარიო რეზინის გამოყენებით. ახლა უკვე დადგით ჭიქა თბილ ადგილას, თუმცა არა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.
  5. ეს ეტაპი ყველაზე რთულია. ახლა მხოლოდ მოთმინებითა და სიმშვიდით უნდა ელოდოთ დაახლოებით 2.5 კვირა, სანამ პირველი ფესურა არ გაჩნდება. ამასთან, საჭიროა ნახშირიანი წყლის შეცვლა ყოველ მესამე დღეს.
  6. მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე, ტოტს 2-4 სმ ფესვები გაუჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე მზადაა ქოთანში ჩასარგავად. ამისათვის გაავსეთ ჭურჭელი უნივერსალური ნიადაგითა და გაზავებული ქვიშით 3:1 წილით.
  7. როზმარინის მოსავალს უკვე 1 წელიწადში აიღებთ, 3 წლის შემდეგ კი ბუჩქი საკმაოდ დიდი ზომის გახდება. ამავე წარმატებით შეიძლება ბეგქონდრის, ტარხუნას, ლავანდის, რუკოლას, რეჰანისა და ოხრახუშის გაზრდა.

ახლა, როცა როზმარინი დაგჭირდებათ, არ მოგიხდებათ იმაზე ფიქრი, თუ სად იყიდით მას, რადგან სახლში ყოველთვის გექნებათ სანელებელი, თანაც საკუთარი ხელით მოყვანილი. როგორც ხედავთ, ამაში რთული არაფერია, ხოლო შედეგი ერთმნიშვნელოვნად ღირდა ამად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს