ერთი ბოთლი მარილწყალი აბების ნაცვლად აი როგორ მკურნალობდენ ჩვენი წინაპრები.

12071
ფოტო: Karen Arnold on Pixabay

მარილის სავსე ტომსიკა ყველა დაავადებას გააქრობს

უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრები მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მაგალითად, მარილს სუფთა ტაფაზე აცხელებდნენ, მას ბამბის ტომსიკაში ყრიდნენ და მტკივნეულ ადგილას იდებდნენ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ადამიანის ორგანიზმზე მისი გავლენა შემესწავლა და აღმოვაჩინე, რომ მარილს რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა ბიოველი შეიძლება ჰქონდეს. კერძოდ, თუ 100 გრამიან ჭიქაში მარილს ჩაყრით ისე, რომ 1 სმ-ს ცარიელს დატოვებთ, ასეთი რაოდენობა დედამიწის ენერგო-ინფორმაციულ ველთან, მზის და სხვა პლანეტების ინფორმაციულ ენერგიებთან რეზონანს იწყებს. გარდა ამისა, მისი ბიოველი 8 მეტრამდე იზრდება, რაც მკურნალი ადამიანის ბიოველის ტოლია.

ეს მარილი შეგიძლიათ ბამბის ქსოვილზე დაყაროთ და 1 დღის განმავლობაში სხეულთან ახლოს თან ატაროთ. ის ენერგიის გამოსხივებას დაიწყებს, რომელიც ადამიანს იმ მომენტში გაჯანსაღებისთვის სჭირდება. შემდეგ 1 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

ეს მარილი შეგიძლიათ ჯგუფური მოხმარებისთვის გამოიყენოთ. ამისთვის შენობის ცენტრში, ლითონის ნივთებისგან მოშორებით დადეთ. ის პირველ რიგში, ავადმყოფ ადამიანზე იმოქმედებს და შემდეგ დაავადების სირთულის მიხედვით.

ყველა ინფორმაციული ენერგიის ფლობით მარილს ნებისმიერი დაავადების განკურნება შეუძლია, თუ დაავადება ძალიან მიშვებული არაა. ასევე, პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა. მარილი რომ „გამორთოთ“, ანუ მისი მოქმედება შეწყვიტოთ, ნებისმიერ ლითონის ნივთზე, მაგალითად დანაზე, კოვზზე და ა.შ. მოათავსეთ. კვლავ „ჩასართავად“ კი – ლითონის ნივთებს მოაშორეთ.

მარილი და წყალი – ცხოვრების საფუძვლები

წყალი ყველა პლანეტიდან, მზიდან და სხვა ინფორმაციული ენერგიიდან რეზონანს იღებს, მაგრამ მისი პროგრამები სტაბილური არაა, მარტივად იცვლება და შეიძლება ცოცხალ ადამიანს ზიანი მიაყენოს. სწორედ ამიტომ, უმარტივესების გარდა მხოლოდ წყალზე დაფუძნებული ცხოვრება შეუძლებელია, უფრო რთული პირობებისთვის წყალი და მარილია საჭირო.

ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე. 1 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი ავიღე, წყაროს წყლით ავავსე და აქვე 9 გრ მარილი დავუმატე. თავიდან ბოთლის ბიოველი მის ზომასთან შედარებით მცირე იყო, მაგრამ 40-ჯერ ვერტიკალურად შენჯღრევის შემდეგ ის 8 მეტრამდე გაიზარდა, თუმცა დროთა განმავლობაში შემცირება დაიწყო. ასევე შევნიშნე, რომ შენჯღრევის შემდეგ ბოთლიდან გამოვიდა ინფორმაციული ენერგია, რომელიც იმ დროისთვის მტკივნეული ორგანოებისთვის იყო საჭირო. სწორედ ამიტომ, ასეთი ბოთლი შეგიძლიათ სამკურნალოდ გამოიყენოთ, მაგრამ ყოვველ 3 საათში, მისი შენჯღრევა (მინიმუმ 40-ჯერ) არ დაგავიწყდეთ.

თუ ამ ხსნარს 5 წვეთ იოდს (სააფთიაქო სპირტიანს) დაუმატებთ, შენჯღრევის აუცილებლობა ქრება, რადგან ყოველ 13,4 წუთში დედამიწის ინფორმაციულ-ენერგეტიკული ველიდან მომდინარე ენერგია ავტომატურად იცვლება. ამასთან ადამიანის ორგანიზმი ყოველ 13,4 წუთში დედამიწის, მზის და სხვა პლანეტებიდან ყველა ორგანოსთვის, უჯრედების და გენებისთვის ინფორმაციულ ენერგიას იღებს.

ერთი ბოთლი მარილწყალი აბების ნაცვლად

მარილით ჩემი ექსპერიმენტის გაგრძელება გადავწყვიტე. ლიტრიან პლასტმასის ბოთლში წყაროს წყლით ვავსებ და უკვე არა 9, არამედ 11 გრ (1 ჩ/კ) მარილს ვამატებ. ამის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ ვანჯღრევ, რომ მარილი გაიხსნას. ამ ბოთლის ბიოველი 8 მეტრზე მეტი გახდა. მისგან დაუყონებლივ მივიღე ინფორმაცია კუჭის, შემდეგ ღვიძლის და სხვა ორგანოების გასაჯანსაღებლად. მთელი სხეულის გაჯანსაღება გენეტიკურ დონეზე მოხდა. ამ ბოთლს შენჯღრევა არ სჭირდება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალოდ. კერძოდ, საავადმყოფოს პალატაში დადოთ, სადაც სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანები არიან. მარილიანი წყალი მოქმედებას თანმიმდევრობით დაიწყებს: ჯერ ყველაზე მძიმე პაციენტზე, შემდეგ უფრო ნაკლებზე და ა.შ. სანამ კვლავ პირველს არ დაუბრუნდება.

როცა ასეთ ბოთლს ბინაში ან სახლში დებთ, ის მაცხოვრებლებზე გავლენას თითქმის ერთდროულად მოახდენს, თუ თითქმის ერთნაირი დაავადებები აქვთ. 1 დღის შემდეგ წყალი უნდა გადაასხათ და ახალი ხსნარი მოამზადოთ. პროცედურა გაიმეორეთ.

მინდა განვმარტო, თუ რატომ გჭირდებათ პლასტმასის და არა შუშის ბოთლი. საქმე იმაშია, რომ პლასტმასი მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციას ატარებს, შუშა კი, პირიქით, ნეგატიურს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს