წლების მანძილზე, ღამის პერიოდში ხელების დაბუჟება მაწუხებდა. ყოველ 15-20 წუთში სხეულის შეცვლა მიწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელებში მგრძნობელობა მეკარგებოდა. ექიმს მივმართე, რა არ მივიღე, მაგრამ შედეგი არ მქონდა. ერთი პერიოდი საავადმყოფოში ისე დავდიოდი, როგორც სამსახურში: გადასხმები, აბები, მასაჟი და სხვა ფიზიოპროცედურები… მკურნალობამ სამი თვე გაძლო, შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. როცა ხელის სისხლძარღვები შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ თითებიდან იდაყვებამდე 30%-ით, ხოლო იდაყვებიდან მხრებამდე 50%-ით ფუნქციონირებდა.
ხალხური საშუალებების გამოყენება დავიწყე. სისხლძარღვებს ტიბეტური მეთოდით, ნივრის ნაყენით ვიწმენდი: რძეში გახსნილს 1 წვეთიდან 25 წვეთამდე ვსვამდი.
შემდეგ პროფესორ ბოლოტივის მეთოდით დავინტერესდი და მცენარეების განყოფილებაში ნივრის ფერმენტისა და რძის შრატის გამოყენებით სისხლძარღვების გაწმენდის მეთოდი ვიპოვე.
3 ლ რძის შრატი, 2 ჭიქა დაჭყლეტილი ნიორი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი აიღეთ. ეს ნარევი 1 ჩ/კ არაჟანში დაამჟავეთ და 2 თვე გააჩერეთ, პერიოდულად უნდა შეანჯღრიოთ. 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა შეჭამოთ. ასეთი ნარევი მოვამზადე და 3 ლიტრიანი ქილა 2 თვე ვსვი. უკვე 6 წელი გავიდა და ხელის დაბუჟება საერთოდ დამავიწყდა.
პროცედურის გამეორება მსურს, რადგან ამ მეთოდით მთელი ორგანიზმის სისხლძარღვები იწმინდება. შრატს ნატურალური რძისგან ვიღებდი და მხოლოდ სოფლის ნიორს ვიყენებდი.
ნაწლავების პოლიპოზს ქრისტესისხლას წვენით ვმკურნალობ. 1 ლ წვენზე 150 გრ სპირტი დაგჭირდებათ. 2 თვე ვსვამდი. ჯერ 1 ჩაის კოვზით დავიწყე, ერთ კვირაში უკვე 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ვსვამდი. მკურნალობას შეგიძლიათ მცირე ოყნა დაუმატოთ, ამას ღამით ვაკეთებდი. 1 ს/კ ქრისტესისხლას 1 ჭიქა მდუღარე წყალს ვასხამდი და ვაყენებდი. ღამით 50 მლ-ით ოყნას ვიკეთებდი. ამას ერთი კვირის განმავლობაში ვაკეთებდი, შემდეგი ერთი კვირა კი ვისვენებდი. დამეხმარა: კოლონოსკოპიის გასაკეთებლად წავედი და აღმოჩნდა, რომ პოლიპები გაქრა. ექიმმა, როგორც მახსოვს, მკურნალობის დროს არაფერი მითხრა, მაგრამ სამი წლის შემდეგ დაინტერესდა და გამოკითხვა დამიწყო: ალბათ მიხვდა, რომ პოლიპების მოშორება შემთხვევითი არ იყო.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.