როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ სერიალი „დიდებული საუკუნე“, სადაც ბაზრის შემოწმების სცენა საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო. სპეციალური ადამიანი დახლებს შორის დადიოდა და ყურადღებას აქცევდა, რომ ვაჭრებს უბრალოდ ხალხი არ მოეტყუებინათ. ამასთან ფუნთუშებს წონიდა. როგორც აღმოჩნდა, მცხობელი დადგენილ ნორმას არ იცავდა. რა თქმა უნდა, დიდი სკანდალი იყო. მაგრამ დღეს არა თურქულ ტრადიციებზე, არამედ პურზე ვისაუბრებთ.
თურქული ცომი ნებისმიერ სხვა ცომს ჰგავს, მაგრამ ყველა ხალხს აქვს რაღაც განსაკუთრებული ეშმაკობა, რომელსაც ცომის მომზადების დროს იყენებს. თქვენთვის „პაპარაცმა“ შესანიშნავი რეცეპტი მოამზადა, რომლის დახმარებით უგემრიელესი ფუნთუშა, ღვეზელი, ლავაში გამოგივათ. ამ ყველაფერს კი ნორმის მკაცრი თანაფარდობის დაცვით შეძლებთ – არც ერთი ინგრედიენტი არ გადააჭარბოთ.
გემრიელი ცომი საფუარზე
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა გაზიანი მინერალური წყალი
- 1 ჭიქა რძე
- 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 6 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 1 პაკეტი მშრალი საფუარი
- 2,5 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ მარილი
მომზადება:
- ფქვილი გაცერით და მშრალი საფუარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. ყველაფერი თქვენი სინდისის მიხედვით გააკეთეთ, თითქოსდა ახლა აქ თურქი შემმოწმებელია.
- ღრმა თასში შემთბარი რძე ჩაასხით, შემდეგ მინერალური წყალი და ამის შემდეგ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მარილი და შაქარიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- თანდათანობით საფუარინი ფქვილი დაუმატეთ. ნელ-ნელა აურიეთ, რომ ერთგვაროვანი ცომი მიიღოთ. თავიდან შეგიძლიათ კოვზით აურიოთ, ხოლო როცა ცომი გასქელდება ხელით მოზილეთ.
- მზა ცომს საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით ან ნახევარი საათით გააჩერეთ. ამ დროში ცომი ამოვა.
- ცომი კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ. შემდეგ კვლავ საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას გააჩერეთ. 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ გემრიელი კერძების მომზადებას შეუდგეთ. მაგალითად, შეგიძლიათ პიცა გამოაცხოთ.
თქვენი გამომცხვარი ფუნთუშები თამამად შეგიძლიათ თურქულ ან ადგილობრივ ბაზარზე გაიტანოთ – მის გემოს ყველა სათანადოდ დააფასებს. სხვათა შორის, რძესა და საფუარზე მომზადებული ცომი მაცივარში შეგიძლიათ 3 დღე შეინახოთ.