ვარდს ლამაზ, მაგრამ პრეტენზიულ ქალს ტყუილად არ ადარებენ. მცენარეს მთელი წელი მოვლა სჭირდება. დღეს გიამბობთ, თუ როგორ იზრუნოთ ვარდზე გაზაფხულის პერიოდში.
ვარდის მოვლა გაზაფხულზე
ბევრი მებაღე ცდილობს, რომ ვარდის ბუჩქი ყინვისგან დაიცვას და მას ზამთარში ნახერხით ან აგროფიბრით ფარავენ. ზამთრის ცივი პერიოდის შემდეგ გაზაფხულზე ვარდის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფუთული მცენარე სიგრილეს მიეჩვიოს.
იმისთვის, რომ ლამაზმა ვარდმა ზაფხულსა და შემოდგომაზე თქვენი თვალი გაახაროს, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. ყოველწლიურად თქვენი გამოცდილება გაიზრდება, მანამდე კი მაქსიმუმ სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც ამ სფეროში თქვენს უნარებს განავითარებს.
როგორ ვიზრუნოთ ვარდის ბუჩქებზე გაზაფხულზე
- ადრეულ გაზაფხულზე ვარდზე ზრუნვა საფარის მოხსნით უნდა დაიწყოს. არ გააჭიანუროთ, რადგან დამცავი საფარის ქვეშ დიდხანს ყოფნამ შეიძლება ბაქტერიების გამრავლება გამოიწვიოს.
- ასევე გახსოვდეთ, რომ სტაბილური, დადებითი ტემპერატურის მიღებამდე დამცავი საფარის მოხსნა არ ღირს. ამისთვის იდეალური დროა მარტის დასაწყისი, პირველი დათბობის შემდეგ. და მაინც, თქვენი რეგიონის ამინდის პირობების მიხედვით დრო თავად უნდა შეარჩიოთ.
- აგროფიბრი თანდათანობით უნდა მოაშოროთ, ბოლოებიდან დაიწყეთ. გახსოვდეთ, რომ მსუბუქ ღამის ყინვას ბუჩქი აუცილებლად გაუძლებს, ამასთან აღარ დალპება. რამდენიმე დღეში ვარდი გრილ ჰაერს მიეჩვევა და დამცავი საფარის ბოლომდე მოხსნას შეძლებთ.
- ვარდი აუცილებლად დაჩრდილეთ. თავიდან ვარდისთვის მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მუდმივად ყოფნა უჩვეულო იქნება. მზისგან დამცავი საფარი გაუკეთეთ, სანამ მიწა ბოლომდე დათბება და ფესვების სისტემის სრულად გამოკვებას დაიწყებს.
- გაზაფხულზე მცენარის გადაჭრა სავალდებულო ეტაპია. ამ პროცედურას შეგიძლიათ დამცავი მასალის მოხსნიდან 1 კვირაში შეუდგეთ. ბუჩქი ყურადღებით დაათვალიერეთ, სუსტი და ხმელი აღმონაცენები, ასევე ის ნაწილი, რომელიც ქვემოთ იზრდება, მოაშორეთ.
- მცენარე ნაკელით კარგად გამოკვებეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ვარდის ხშირად მორწყვა საჭირო არაა. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისი იქნება.
პრეტენზიული ვარდი მადლიერი მცენარეა. ასეთი ძალისხმევის პასუხად მშვენიერი ლამაზი ყვავილებით დიდხანს გაგახარებთ.